აფხაზეთს ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს დელეგაცია, მუფთ ასკარბია კარდანოვის მეთაურობით, ოფიციალურად ესტუმრა. მუფთი თავის დელეგაციასთან ერთად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასაც შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში რუსეთიდან ჩამოსულმა იმამებმა სოხუმისა და გუდაუთის მეჩეთებში რელიგიური რიტუალებიც ჩაატარეს. ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმი ლიდერები აფხაზეთის მუფთს, თიმურ ძიბასაც შეხვდნენ. სტუმრებმა აფხაზეთის მუსლიმებს ადიღესა და კრასნოდარის მხარეში მუსლიმების მიერ შეკრებილი ფული გადასცეს, რომელიც სოხუმის მეჩეთის გაფართოებას უნდა მოხმარდეს.