ახალი ამბები

სერგეი ლავროვის ინტერვიუ: ეთნიკური რუსების ქონებრივი საკითხი აფხაზეთში ჩვენი მუდმივი ყურადღების საგანია

2020 / 10 / 14

2020 წლის 14 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამ რადიოსადგურს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მინისტრმმა აფხაზეთში ქონებრივ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, „ეთნიკური რუსების, მათ შორის იმ ეთნიკური ქართველების, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან,  ქონებრივი საკითხი აფხაზეთში ჩვენი მუდმივი ყურადღების საგანია. იმედი მაქვს, როდესაც აფხაზეთში ვითარება  მეტნაკლებად უკვე დალაგდა, ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით ამ საკითხს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ცოტათი გვაკვირვებს, რომ ეს საკითხი მოუგვარებელი რჩება“.

რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონების შეძენის საკითხი ძველი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტასაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ჩქარობს. აფხაზეთში შიშობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქონების შეძენის უფლების მიცემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის ეთნიკურ ქართველებს, აფხაზებთან შედარებით უპირატესს მდგომარეობაში ჩააყენებს.

Go BackGo Back