რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატამ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის აუდიტი დაასრულა.
სამინისტრო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას კურირებდა, 2020 წლის 21 იანვარს გაუქმდა. მისი ფუნქციები ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გადაიბარა.
აუდიტორ სვეტლანა ორლოვას განცხადებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ლიკვიდაციის პერიოდისთვის სამინისტროს დავალიანებამ 3 მლრდ რუბლი შეადგინა. დავალიანების 80% კი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დავალიანებაა. მისი ჩამოწერა იმ შემთხვევაში მოხდება თუ, შესრულებული სამუშაოების ანგარიშები იქნება წარმოდგენილი.