ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში მიხაილ ბაბიჩს შეხვდა

2020 / 11 / 18

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს მიხაილ ბაბიჩს (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი) და ფედერალური საბაჟო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილეს ვლადიმირ ივინს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესმრულებელი გენადი ბეკოევი და დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე მურატ ცხოვრებოვი. შეხვედრაზე რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვარზე ტვირთების გაფორმების საკითხი განიხილეს. საკითხი პრობლემურია, რადგან რუსეთის საბაჟო პოსტზე ტვირთების გაფორმების დროს ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლები პრობლემებს აწყდებიან. შეხვედრაზე პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ბიბილოვის სამუშაო ვიზიტი მოსკოვში 17 ნოემბერს დაიწყო. მოსკოვში იმყოფება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის დელეგაციაც.

Go BackGo Back