ახალი ამბები

აფხაზეთში მასშტაბური ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა

2019 / 03 / 22

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ალექსანდრ დვორნიკოვის განკარგულებით, აფხაზეთში წებელდასა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ტაქტიკური წვრთნები გაიმართა. წვრთნებში ავიაცია და ფლოტიც იყო ჩართული. სამხედროებმა სახმელეთო და საჰაერო სამიზნეები გაანადგურეს.

წვრთნების საწყის ეტაპზე სამხედრო დანაყოფებისთვის განგაში გამოცხადდა, რის შემდეგადაც სამხედროებმა წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით, ტექნიკის საშუალებით, 200 კილომეტრიანი მსვლელობა  მოაწყვეს. მოტომსროლელებმა მზვერავებთან, არტილერისტებთან და მეზენიტეებთან ერთად თავდაცვისა და შეტევის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები დახვეწეს. სულ ტაქტიკურ წვრთნებში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 400-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე ტანკები (Т-72Б3), მონაწილეობდნენ. 

Go BackGo Back