აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ინჟინერ-მესანგრეთა დანაყოფმა ტაქტიკურ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. წვრთნების ფარგლებში 10 000 კვ/მ ფართობის დანაღმული ველი განაღმეს.
წვრთნების მონაწილეებმა ნაღმების აღმოჩენისა და თავდაცვის თანამედროვე საშუალებები გამოიყენეს: ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმომჩენი „კორშუნ“, სელექციური გადასატანი ინდუქციური ნაღმის აღმომჩენი (ИМПС) და მესანგრის დამცავი კოსტიუმი „სოკოლ“. სულ წვრთნებში 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურე და 400-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.