ახალი ამბები

აფხაზეთის დელეგაციამ ყირიმის საკითხზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2019 / 03 / 21

2019 წლის 21 მარტს აფხაზეთის დელეგაციამ მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ყირიმი თანამედროვე გეოპოლიტიკაში. ყირიმის გაზაფხულის 5 წელი“ - მიიღო მონაწილეობა. აფხაზურ დელეგაციაში შედიოდნენ დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი დაურ არშბა და რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი იგორ ახბა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას არშბამ დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მისალმება წაიკითხა, რომელიც ყირიმისა და აფხაზეთის ურთიერთობის მნიშვნელობას ეხებოდა. აფხაზეთსა და ყირიმს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2016 წელს მოეწერა ხელი.

Go BackGo Back