ახალი ამბები

აფხაზეთში მზვერავებმა ივარჯიშეს

2019 / 03 / 26

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სადაზვერვო დანაყოფები მთაგორიან-ტყიან ადგილებში მოწინააღმდეგის შენიღბული  სამიზნეების აღმოჩენისა და განადგურების ახალ მეთოდებს ითვისებენ. სასწავლო-საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს თანამედროვე  შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება გამოიყენეს.

სულ ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე წვრთნებში ჩართულია სადაზვერვო და სპეციალური დანაყოფებიდან, დაახლოებით, 500 სამხედრო მოსამსახურე, 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის კამაზის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები - „მუსტანგ“.

Go BackGo Back