ახალი ამბები

რუსეთის „საელჩოს“ საახალწლო სიურპრიზი ცხინვალის რეგიონის ბავშვებისთვის

2020 / 12 / 28

28 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის „საელჩომ“ ცხინვალის რეგიონის ბავშვებისთვის საახალწლო წარმოდგენა გამართა.

ღონისძიება კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ დრამატულ თეატრში ჩატარდა. მას 165-ზე მეტი ბავშვი დაესწრო. საახალწლო წარმოდგენის შემდეგ ბავშვებს დაურიგდათ საჩუქრები და ტკბილეული.

საახალწლო ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ ცხინვალის რეგიონში მარატ კულახმეტოვი. მან ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

Go BackGo Back