ახალი ამბები

ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

2020 / 12 / 29

ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ფედერაციასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა. განცხადება მან უწყების 2020 წლის შემაჯამებელ სხდომაზე გააკეთა.

ბიბილოვის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხინვალის რეგიონის თავდაცვისუნარიანობას. მისი განმტკიცების მიზნით კი აუცილებელია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა. როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ნათელს გახდის საქართველოსთვის, რომ მას აღარ უნდა ჰქონდეს ამბიციები ცხინვალის რეგიონზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ბიბილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ცხინვალის რეგიონს შეუძლია საკუთარი მოსახლეობის დაცვა რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დახმარებით.

Go BackGo Back