რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და როსგვარდიის თანამშრომლებს შეუძლიათ 2019 წლის ზაფხულში აფხაზეთშიც დაისვენონ.
რუსეთის შს სამინისტროს 2017 წლის 26 დეკემბრის განკარგულებით, 13 ქვეყანაში სამინისტროს თანამშრომლებისთვის, მათ შორის სამოქალაქო პირებისთვის, დასვენება უსაფრთხოა „სამხედრო-პოლიტიკური, კრიმინოგენური, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ბუნებრივ-კლიმატური გარემოებების გამო“. აფხაზეთის გარდა რუს ძალოვანებს ცხინვალის რეგიონში დასვენების უფლებაც მისცეს.