ახალი ამბები

აფხაზეთში ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდა

2019 / 03 / 27

აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში პირობითი ტერორისტების საქმიანობა აღკვეთეს. სწავლების სცენარის მიხედვით, შეიარაღებულმა პირებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავეს, სადაც გამაგრდნენ შემდგომში საწვავ-საპოხი მასალების საწყობის დანაღმვისა და აფეთქების მიზნით.

წვრთნების დროს საინჟინრო დანაყოფის სპეციალისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმომჩენით („კორშუნ“) პირობითი ასაფეთქებელი საგნების მოძიებასა და გაუვნებელყოფაში ივარჯიშეს. კვირის განმავლობაში აფხაზეთში მდებარე სამ სამხედრო პოლიგონზე ანტიტერორისტულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 500-მა სამხედრო მოსამსახურემ, 60-ზე მეტმა ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ.

Go BackGo Back