რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დიმიტრი მედოევს უმასპინძლა. მხარეებმა ხელი მოაწერეს „2021-2022 წლებში საგარეო-პოლიტიკურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“.
ლავროვმა მედოევი დააჯილდოვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით „ურთიერთქმედებისათვის“. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მედოევის მოადგილე ანდრეი ცხოვრებოვი და რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი.