ახალი ამბები

აფხაზეთში რადიაციული და ქიმიური დაზვერვის სპეციალისტებმა ივარჯიშეს

2019 / 03 / 28

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის რადიაციული და ქიმიური დაზვერვის სპეციალისტებმა მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პირობებში აუცილებელი ღონისძიებების გატარებაში ივარჯიშეს.

სპეციალისტებმა დაზიანებული ადგილების დოზიმეტრიული და ქიმიური კონტროლი განახორციელეს. ტაქტიკურ-სპეციალურ წვრთნებში 30 ერთეული თანამედროვე სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის დისტანციური ქიმიური დაზვერვის კომპლექსები (КДХР-1Н) და ქიმიური დაზვერვის მანქანები (РХМ-6).

Go BackGo Back