ახალი ამბები
რუსი და აფხაზი მეცნიერები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

2019 წლის 17 მაისს აფხაზეთის ე.წ. მეცნიერებათა აკადემიამ ფუნდამენტური კვლევების რუსულ ფონდთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიზანია რუსულ და აფხაზურ სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის განვითარება და ნიჭიერი აფხაზი მეცნიერების მხარდაჭერა.

ვრცლადვრცლად
ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრომ დაარსებიდან ხუთი წლისთავი აღნიშნა

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში საზეიმო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამინისტროს დაარსებიდან ხუთი წლისთავი აღნიშნეს. სამინისტრო 2014 წლის 12 მაისს პრეზიდენტის ბრძანებით დაარსდა. შეხვედრაზე მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრეს. ღონისძიებაში პირველმა მინისტრმა, ლევ კუზნეცოვმაც მიიღო მონაწილეობა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში რუსეთთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე იმსჯელეს

2019 წლის 16 მაისს, ცხინვალში, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთობლივი ე.წ. საზღვრის სადერმაკაციო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. კომისია 2012 წელს შეიქმნა. კომისიის პირველი შეხვედრა 2018 წლის სექტემბერში მოსკოვში ჩატარდა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შეფასებით, კომისიის საქმიანობა პრაქტიკულად დასრულებულია. ბიბილოვის განცხადებით, ის იმედს გამოთქვამს, რომ ოდესმე ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის საზღვარი ადმინისტრაციული გახდება.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის შს სამინისტროს სასწავლებლებში სწავლის მსურველებს შეარჩევენ

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტრო, 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებისგან განაცხადებს მიიღებს. 2009 წლის ნოემბერში ხელმოწერილი უწყებათაშორისი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის სასწავლებლებში ყოველწლიურად მიდიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და სკოლადამთავრებულები.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი დონეცკსა და ლუგანსკს ესტუმრა

2019 წლის 10 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ხუთი წლისთავის აღსანიშნად დონეცკში ჩავიდა. ბიბილოვის დელეგაციაში შედიოდნენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევი და სხვები. დონეცკში რესპუბლიკის დღე 11 მაისს აღნიშნეს. სწორედ ამ დღეს, 2014 წელს, ჩატარდა არალეგიტიმური რეფერენდუმი, რასაც დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა. დონეცკში ვიზიტის დროს, ბიბილოვმა დონეცკის დე ფაქტო ლიდერის, დენის პუშილინსგან რესპუბლიკის ორდენიც მიიღო.

ვრცლადვრცლად
მარია ზახაროვამ აფხაზეთში მიმდინარე დისპანსერიზაცია შეაფასა

რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ექიმთა ჯგუფი სოხუმის მოსახლეობის დისპანსერიზაციას 14-20 მაისს ჩაატარებს.  აფხაზეთის მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია 2019 წლის 5 აპრილს გალის რაიონიდან დაიწყო და 9 ივნისს გაგრის რაიონში დასრულდება. სააგენტოს ექიმთა ჯგუფი 50 სპეციალისტისა და 12 ერთეული სამედიცინო ტექნიკისგან შედგება.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონის პოლიგონებს ფეთქებადსაშიში საგნებისგან გაწმენდნენ

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო ინჟინრებმა პოლიგონების, სამხედრო სასროლეთისა და საწვრთნელ-სატრენინგო კომპლექსების ფეთქებადსაშიში საგნებისგან გაწმენდა დაიწყეს. გასაწმენდი ტერიტორია 3 ჰექტარია. გაწმენდით საქმიანობაში 100-ზე მეტი სამხედრო, 20 ერთეული სამხედრო  და სპეციალური ტექნიკა და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები არიან ჩართულნი.

ვრცლადვრცლად
სოხუმსა და ცხინვალში 9 მაისი აღნიშნეს

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაყოფები.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსმა მზვერავებმა ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დაზვერვის დანაყოფმა ტაქტიკურ-სპეციალური წვრთნები ჩაატარა. წვრთნების დროს პირველად გამოიყენეს „გაზ“-ის მარკის უახლოესი ბრონირებული მანქანა „ტიგრ-მ“, რომელიც 2019 წლის თებერვალში მიიღეს ბაზაზე.

ვრცლადვრცლად
ხაჯიმბამ აფხაზურ-რუსული წვრთნები შეაჯამა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზურ-რუსული ერთობლივი სამხედრო წვრთნები შეაჯამა. ხაჯიმბას განცხადებით, წვრთნების შედეგების მიხედვით, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ყველა სამეთაურო პუნქტს, კავშირის საშუალებების საკითხსა და აფხაზეთის ყველა რაიონში დამატებითი მართვის პუნქტების ფუნქციონირების უზრუნველყოფის საკითხს.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონი: ახალგაზრდა არმიელებმა ფიცი დადეს

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე, 9 მაისთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის სკოლების 30 მოსწავლე საერთო რუსულ სამხედრო-პატრიოტულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „Юнармия“-ის რიგებში მიიღეს. ახალგაზრდა არმიელებმა ფიცი დადეს, რის შემდეგადაც ორგანიზაციის აღსაზრდელის დამადასტურებელი მოწმობები მიიღეს.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში რუსი გამნაღმველები მუშაობენ

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გამნაღმველთა ჯგუფი ცხინვალის რეგიონს ჰუმანიტარული მისიით მეოთხეჯერ ესტუმრა. სამინისტროს განსაკუთრებული რისკის სამაშველო ოპერაციების ჩატარების ცენტრის - „ლიდერ“-ის სპეციალისტებმა ცხინვალის რეგიონის განაღმვა განახორციელეს.

ვრცლადვრცლად
ანტიტერორისტულმა დანაყოფებმა და სამხედრო პოლიციამ ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ანტიტერორისტულმა დანაყოფებმა და სამხედრო პოლიციამ სომხეთში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. სამხედროებმა სამხედრო დასახლებების ტერიტორიის დაცვისა და თავდაცვის პრაქტიკული ქმედებები დაამუშავეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ადიღეს მუფთები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

2019 წლის 2 მაისს ქ. მაიკოპის მეჩეთში აფხაზეთის მუსლიმთა ერთიანი სასულიერო სამმართველოს მუფთმა თიმურ ძიბამ და ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს მუფთმა ასკარბია კარდანოვმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთისა და ადიღეს მუფთებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ვრცლადვრცლად
კრემლის პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: აპრილის მნიშვნელოვანი ამბები

2019 წლის აპრილში კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი კურატორი დანიშნა. აპრილში რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია ესტუმრა ცხინვალის რეგიონს, მათ შორის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ხელმძღვანელობით. კრემლში ასევე გადაწყდა 2020-2022 წლებში ცხინვალის რეგიონის დაფინანსების საკითხი. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის აპრილში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

ვრცლადვრცლად