ახალი ამბები
კრემლის პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: მარტის მნიშვნელოვანი ამბები

2019 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს მოსკოვში უმასპინძლა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა აფხაზეთში შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ამოქმედების კუთხით და ჯანდაცვის სფეროში ვითარების გასაუმჯობესებლად. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის მარტში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

ვრცლადვრცლად
სახელმწიფო დუმის დეპუტატი ცხინვალს ესტუმრა

2019 წლის 30 მარტს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგტიარევი ცხინვალის რეგიონს პირველად ესტუმრა. სახელმწიფო დუმის დეპუტატი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა. შეხვედრის დროს დეგტიარევმა ცხინვალის რეგიონის დიდი ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და ოსი სპორტსმენების წარმატებაც აღნიშნა. 

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რადიაციული და ქიმიური დაზვერვის სპეციალისტებმა ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის რადიაციული და ქიმიური დაზვერვის სპეციალისტებმა მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პირობებში აუცილებელი ღონისძიებების გატარებაში ივარჯიშეს.

ვრცლადვრცლად
რუსი ძალოვანებისთვის აფხაზეთში დასვენება უსაფრთხოა

რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და როსგვარდიის თანამშრომლებს შეუძლიათ 2019 წლის ზაფხულში აფხაზეთშიც დაისვენონ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთში სამედიცინო მომსახურება 1500-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 50 000-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო, მათ შორის 1500-ზე მეტმა 2018 წელს ამ პოლისების საფუძველზე სამედიცინო დახმარება მიიღო, ძირითადად, კრასნოდარის მხარეში, როსტოვის ოლქში, ასევე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდა

აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში პირობითი ტერორისტების საქმიანობა აღკვეთეს. სწავლების სცენარის მიხედვით, შეიარაღებულმა პირებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავეს, სადაც გამაგრდნენ შემდგომში საწვავ-საპოხი მასალების საწყობის დანაღმვისა და აფეთქების მიზნით.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში მზვერავებმა ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სადაზვერვო დანაყოფები მთაგორიან-ტყიან ადგილებში მოწინააღმდეგის შენიღბული  სამიზნეების აღმოჩენისა და განადგურების ახალ მეთოდებს ითვისებენ. სასწავლო-საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს თანამედროვე  შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება გამოიყენეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით „საზღვრის“ დამრღვევთა რაოდენობა შემცირდა

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, 2018 წელს საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის დარღვევისთვის 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, რაც 2017 წელთან შედარებით სამჯერ ნაკლები მაჩვენებელია. სამსახურის განცხადებით, დამრღვევთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის დაცვის სამსახურისა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის სამმართველოს მიერ დე ფაქტო საზღვრის დაცვის საკითხისადმი მიდგომების დახვეწით არის განპირობებული.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთის დაფინანსებით ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი გაიხსნა

2019 წლის 23 მარტს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი „როდნიკი“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიების მასპინძელი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელი ვლადიმირ ნეკრასოვი იყო. ცენტრი საზეიმოდ გახსნეს აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ასტამურ ქეცბამ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში მასშტაბური ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ალექსანდრ დვორნიკოვის განკარგულებით, აფხაზეთში წებელდასა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე ტაქტიკური წვრთნები გაიმართა. წვრთნებში ავიაცია და ფლოტიც იყო ჩართული. სამხედროებმა სახმელეთო და საჰაერო სამიზნეები გაანადგურეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში ინჟინერ-მესანგრეთა დანაყოფმა ივარჯიშა

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის ინჟინერ-მესანგრეთა დანაყოფმა ტაქტიკურ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. წვრთნების ფარგლებში 10 000 კვ/მ ფართობის დანაღმული ველი განაღმეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დელეგაციამ ყირიმის საკითხზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2019 წლის 21 მარტს აფხაზეთის დელეგაციამ მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ყირიმი თანამედროვე გეოპოლიტიკაში. ყირიმის გაზაფხულის 5 წელი“ - მიიღო მონაწილეობა. აფხაზურ დელეგაციაში შედიოდნენ დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი დაურ არშბა და რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი იგორ ახბა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთის სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორი სამხედროების რაოდენობა გაიზარდა

აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორი სამხედროების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. 2018 წლიდან დღემდე სამხედრო ბაზაზე სამხედრო სამსახურის კონტრაქტით გავლის სურვილი 600-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ გამოთქვა. ხანგრძლივი შერჩევის პროცესის შედეგად ოთხიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი შეირჩა. ამ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორი სამხედროების რაოდენობა მთლიანი პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სადაზვერვო დანაყოფებმა ივარჯიშეს

რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის სადაზვერვო დანაყოფებმა წებელდას სამხედრო პოლიგონზე პროფესიული მომზადების დროს 50 ათასზე მეტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. სასწავლო პროგრამა ერთი თვე გრძელდებოდა. სამხედროებმა მთაგორიან და ტყიან ადგილებში ტაქტიკურ-სპეციალურ, საინჟინრო და საცეცხლე მომზადებაში ნორმატივები შეასრულეს. წვრთნებში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე, 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ბრონირებული სადაზვერვო მანქანა „დოზორ“, მონაწილეობდა.

ვრცლადვრცლად
მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმება 98%-ით შესრულებულია

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის პეტრ გასიევის განცხადებით, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებული  მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების განხორციელება 98 პროცენტით შესრულებულია, დანარჩენზე კი მუშაობა მიმდინარეობს. გასიევმა შეთანხმების შესრულების მაგალითებად მოიყვანა რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის შს სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ამოქმედება, ასევე რეგიონის ცალკეული სამხედრო დანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლა.

ვრცლადვრცლად