ახალი ამბები
აფხაზეთში სასწავლო განგაში გამოცხადდა

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე სამხრეთის სამხედრო ოლქის მასშტაბით მიმდინარე წვრთნების ფარგლებში სასწავლო განგაში გამოცხადდა. წვრთნებს ოლქის მეთაური ალექსანდრ დვორნიკოვი (ალექსანდრ დვორნიკოვის შესახებ დეტალურად იხ. აქ) ხელმძღვანელობს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთმა და რუსეთმა ფაროსანასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს

2019 წლის 1 მარტს, სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა რუს კოლეგებთან 2019 წელს აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო საკითხები, ხილის პლანტაციების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები და თხილის დაავადებასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
კრემლის პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: თებერვლის მნიშვნელოვანი ამბები

2019 წლის თებერვალში რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებთან მიმდინარე და 2020-2021 წლების საინვესტიციო პროგრამების საკითხი განიხილა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებითაც. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის თებერვალში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი რუსულ ელექტროენერგიას მიიღებს

აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას  შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის 27 თებერვლიდან რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას მიაწვდის.

ვრცლადვრცლად
დენის ტრავინმა ცხინვალში „სამშობლოს დამცველის დღე“ იზეიმა

ცხინვალში „სამშობლოს დამცველის დღისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ერთად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინიც (დენის ტრავინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) დაესწრო.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში „სამშობლოს დამცველის დღე“ აღნიშნეს

2019 წლის 23 თებერვალს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის თანამშრომლებს, „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა. ბიბილოვის განცხადებით, სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების გარანტია.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სამხედროებმა საზღვაო დესანტის მოგერიებაში ივარჯიშეს

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ნაგვალოუს სამხედრო ბაზაზე პირობითი მოწინააღმდეგის საზღვაო ძალებისა და საზღვაო დესანტის თავდასხმისგან თავდაცვის ტაქტიკა დაამუშავეს.  

ვრცლადვრცლად
რუსეთის სამხედრო ბაზის ინჟინრებმა შავი ზღვის სანაპიროზე ივარჯიშეს

ორმხრივი ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის საინჟინრო-მესანგრეთა დანაყოფის სპეციალისტებმა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე თავდაცვითი პლაცდარმი მოამზადეს.

ვრცლადვრცლად
სერგეი ჩებოტარევმა აფხაზეთში საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილა

2019 წლის 21 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში, მინისტრი სერგეი ჩებოტარევი (სერგეი ჩებოტარევის შესახებ დეტალურად იხ. აქ) აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ვალერი ბგანბას შეხვდა. შეხვედრაში ჩებოტარევის მოადგილე იგორ კოშინი და რუსეთში აფხაზეთის  „ელჩი“ იგორ ახბაც მონაწილეობდნენ.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში ყუმბარმტყორცნებით ივარჯიშეს

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაახლოებით 500-მა სამხედრო მოსამსახურემ აფხაზეთში საბრძოლო სროლებში ივარჯიშა.

ვრცლადვრცლად
იგორ კოშინმა რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2019 წლის 20 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინმა (იგორ კოშინის შესახებ დეტალურად იხ. აქ), რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა.

ვრცლადვრცლად
რაშიდ ნურგალიევმა ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა

2019 წლის 20 თებერვალს, მოსკოვში,  ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ვალერი ვალიევმა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა იგორ კოზაევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან (რაშიდ ნურგალიევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. აქ) უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნურგალიევი რუსეთის უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში მეზენიტეებმა ივარჯიშეს

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეზენიტეებმა აფხაზეთში პირობითი მოწინააღმდეგის 60-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ღონისძიება ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მართვის ერთიანი წვრთნების ფარგლებში გაიმართა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში მორიგი ტაქტიკური წვრთნები დასრულდა

2019 წლის 18 თებერვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე მორიგი სამხედრო წვრთნები დასრულდა. ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ორმხრივი ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში საინვესტიციო პროგრამები კოშინთან და ტრავინთან ერთად განიხილეს

2019 წლის 18 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხები რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინთან (იგორ კოშინის შესახებ დეტალურად იხ. აქ), რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინთან (დენის ტრავინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩ“ მარატ კულახმეტოვთან (მარატ კულახმეტოვის შესახებ დეტალურად იხ. აქ) ერთად განიხილა.

ვრცლადვრცლად