2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „საელჩოში“ დმიტრი და ოლგა ვიშერნევების ხსოვნას მიაგეს პატივი. ღონისძიებაში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემაც მიიღო მონაწილეობა.
2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „საელჩოში“ დმიტრი და ოლგა ვიშერნევების ხსოვნას მიაგეს პატივი. ღონისძიებაში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემაც მიიღო მონაწილეობა.
2019 წლის 7 თებერვალს, მოსკოვში, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი კოსტენიკოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა გიორგი ტოტჩიევმა ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამედიცინო დაზღვევის სფეროში გაფორმებული შეთანხმების ფინანსური უზრუნველყოფის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.
აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მოტომსროლელი დანაყოფების ახალწვეულებმა „მოწინააღმდეგის“ ფარული საცეცხლე წერტილები გაანადგურეს. გუდაუთის სამხედრო ბაზაზე სამხედროებმა ფარული საცეცხლე პოზიციების მოძიება დაზვერვის, მართვისა და კავშირგაბმულობის გადასატანი კომპლექსის - „სტრელეც“-ის საშუალებით განახორციელეს.
აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე სამხედრო ძალების გადაადგილების მონიტორინგი და კონტროლი განახორციელეს. წვრთნების ფარგლებში საფრენმა აპარატებმა მთაგორიან და სანაპირო რაიონებში საჰაერო დაზვერვა განახორციელეს და მართვის პუნქტს რეალურ დროში ინფორმაცია გადასცეს.
ცხინვალში რუსულმა ენერგო კომპანია „როსნეფტ“-მა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. სულ ცხინვალში ორი ასეთი სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. მშენებლობის საკითხი 2017 წელს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „როსნეფტ“-ის აღმასრულებელ დირექტორ იგორ სეჩინთან შეხვედრის დროს შეათანხმა.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის მეთაურის, ანატოლი სიდოროვის შეფასებით, კავკასიაში აშშ-სა და ნატო-ს გავლენის გაძლიერება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის გარშემო ვითარების დაძაბვის წინაპირობებს ქმნის.
2019 წელი ტრაგიკულად დაიწყო აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის. სამხედრო წვრთნების დროს რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, კრიმინალების თავდასხმის შედეგად კი - რუსეთის ორი მოქალაქე. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის იანვარში მომხდარ აღნიშნულსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.
აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურემ მთაგორიან ადგილებსა და ზღვის სანაპიროზე, ღამის განმავლობაში, ტანკებიდან (Т-72Б3) და ჯავშანმანქანებიდან (БТР-82АМ) სროლებში ივარჯიშა.
2019 წლის 31 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია კრასნოდარის მხარეს ეწვია. აფხაზურ დელეგაციას დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ჯანსუღ ნანბა ხელმძღვანელობდა. ნანბას კრასნოდარის მხარის გუბერნატორის მოადგილემ, იგორ გალასმა უმასპინძლა.
2019 წლის 29 იანვარს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალს ეწვია.
2019 წლის 29 იანვარს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორ იური ჩაიკას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შედეგები განიხილეს. ჯაგაევის ვიზიტის პერიოდში რუსეთის პროკურატურის უნივერსიტეტში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ.
2019 წლის 28 იანვარს აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე 3000 სამხედრომ საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
2019 წლის 25 იანვარს სოხუმში, საერთაშორისო ცენტრ „მოსკოვის სახლში“, აფხაზეთში „Россотрудничество“-ს კონსულტანტმა, დიმიტრი კონონოვმა რუსეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა.
ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, სასწავლო განგაში გამოცხადდა.