მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის მთავრობის თავჯდომარის მოადგილეს ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის მთავრობის თავჯდომარის მოადგილეს ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
30 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინამ ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა საინვესტიციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში რუსული კომპანიები აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტებს განახორციელებენ.
22 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რუსეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრა შედგა. რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დმიტრი ბაბეკინი.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 15 ოქტომბერს ვიზიტის ფარგლებში გაგლოევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ნურგალიევი საბჭოში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ცხინვალის რაიონის სოფ. ფრისში რუსი კერძო ინვესტორებისა და რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით კონსერვების ქარხანა გაიხსნა.
ავტორი: არსენ არაქელოვი
1 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, რუსეთის კომუნისტური პარტიის ფრაქციის წევრს, ანასტასია უდალცოვას შეხვდა.
26 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ვლადისლავ კულიკოვს შეხვდა. კულიკოვი წარმომადგენლობის ხელმძღვანელად სექტემბრის დასაწყისში დაინიშნა.
24-26 სექტემბერს ცხინვალში „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სადემარკაციო კომისიის“ რიგით მეათე შეხვედრა გაიმართა.
26 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
24 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზინდეტმა, ასლან ბჟანიამ სოხუმში სანქტ-პეტერბურგის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა. რუსეთის დელეგაციას სანქტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორი, კირილ პოლიაკოვი ხელმძღვანელობდა.
25 სექტემბერს მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის შეთანხმება სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის გადასცა.
2024 წლის 11-14 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში გაერთიანებული კულტურების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კულტურის მინისტრმა, რადა ძაგოევამაც მიიღო მონაწილეობა.