24 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზინდეტმა, ასლან ბჟანიამ სოხუმში სანქტ-პეტერბურგის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა. რუსეთის დელეგაციას სანქტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორი, კირილ პოლიაკოვი ხელმძღვანელობდა.
24 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზინდეტმა, ასლან ბჟანიამ სოხუმში სანქტ-პეტერბურგის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა. რუსეთის დელეგაციას სანქტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორი, კირილ პოლიაკოვი ხელმძღვანელობდა.
25 სექტემბერს მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის შეთანხმება სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის გადასცა.
2024 წლის 11-14 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში გაერთიანებული კულტურების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კულტურის მინისტრმა, რადა ძაგოევამაც მიიღო მონაწილეობა.
2024 წლის სექტემბერში აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ვლადისლავ კულიკოვი დაინიშნა.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო 15 სექტემბერს, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ეწვია.
ავტორი: არსენ არაქელოვი
მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
20 აგვისტოს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სასაზღვრო კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა რაფაელ დაერბაევმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, სერგეი შჩედრინი წარუდგინა.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსულ მედიასთან - „Известия“ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მე-16 წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა. მან ილაპარაკა რეგიონის პერსპექტივებზე, რუსეთთან ინტეგრაციაზე, თბილისში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ქმედებებზე.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა შეაფასა რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებს შორის მიმდინარე პროგრამა, რომელიც მოიცავს „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციას.
14 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სერგეი კომისაროვი ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მურთაზ ვალიევს შეხვდა.