ახალი ამბები

Tag: ალექსეი დვინიანინი

დაბრუნება სრულ სიაზე
ინალ არძინბა რუსეთის „ელჩს“ შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა „აფხაზეთში რუსეთის ელჩს“, ალექსეი დვინიანინს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი“ იგორ ახბა და „აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მინისტრის მრჩეველი“ მაქსიმ ლიტვინოვი. ალექსეი დვინიანინმა ინალ არძინბას „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ვრცლადვრცლად
ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის „ელჩს“ შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში რუსეთის ელჩ ალექსეი დვინიანინს შეხვდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთქმედების საკითხები და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ერთობლივი ნაბიჯები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსების ქონებრივი უფლებების საკითხი განიხილეს

აფხაზეთში რუსების ქონებრივი უფლებების კომისიის მორიგი სხდომა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუნბასა და აფხაზეთში რუსეთის „ელჩის“ ალექსეი დვინიანინის მონაწილეობით გაიმართა. კომისია 2010 წელს შეიქმნა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იგეგმება

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო „საელჩოსთან“ საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იგეგმება.

ვრცლადვრცლად
რუსეთის „ელჩი“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა

აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. „ელჩმა“ ბჟანიას აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ახალი უფროსი ა. ი. კუდიმოვი წარუდგინა.

ვრცლადვრცლად
„ელჩის” ინტერვიუ აფხაზურ ტელევიზიას

2021 წლის 13 იანვარს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა ინტერვიუ მისცა აფხაზურ ტელევიზიას. ინტერვიუს დროს „ელჩმა“ განსაკუთრებით ისაუბრა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ინტერვიუში გამოთქმული ძირითადი მოსაზრებები:

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება

აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში განთავსებული მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღებას აგრძელებს. 20 ოქტომბრიდან დღემდე საველე ჰოსპიტალმა 100-ზე მეტი პაციენტი მიიღო, მათ შორის 17 უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა. ამ ეტაპზე საავადმყოფოში 58 პაციენტი იმყოფება.

ვრცლადვრცლად
დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტთან ეთნიკური რუსების ქონებრივი უფლებების საკითხი განიხილეს

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს შეხვდა. შეხვედრაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვეც მონაწილეობდა. შეხვედრაზე აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების დაცვის საკითხზე შექმნილი კომისიის დაგეგმილი შეხვედრის საკითხი განიხილეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის „ელჩს“ შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს შეხვდა. ბჟანიას პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
რუსეთის „ელჩი“ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა

3 სექტემბერს აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
ალექსეი დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

2020 წლის 30 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის „ელჩს“ შეხვდა

2020 წლის 24 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს და „საელჩოს“ მრჩეველ-დესპანს მაქსიმ ლიტვინოვს შეხვდა.

ვრცლადვრცლად
ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა

2020 წლის 17 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს, აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსს, გენერალ-მაიორ ალექსეი ტრუბეცკის, აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ სენკოვს, „საელჩოს“ თანამშრომლებს - ალექსანდრ ოპარინს და ვლადისლავ ნეჩიპორენკოს, აფხაზეთში რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენელს სტანისლავ აპსავას. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინია.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში „რუსეთის დღე“ ლექსებით აღნიშნეს

აფხაზეთში რუსეთის „საელჩოში“ „რუსეთის დღისადმი“ მიძღვნილი კონკურსის - „ლექსები რუსეთის შესახებ“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ პრეს-კონფერენცია გამართა

2020 წლის 9 ივნისს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა საინფორმაციო სააგენტო „Sputnik“-ში პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

ვრცლადვრცლად