აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დღეს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს, გენერალ-პოლკოვნიკ ილია დენისოვს შეხვდა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დღეს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს, გენერალ-პოლკოვნიკ ილია დენისოვს შეხვდა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დელეგაციასთან ერთად თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუსტამ მინიხანოვს ყაზანში შეხვდა. შეხვედრა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების ჩარჩოს ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა სამრეწველო, ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. „ელჩმა“ ბჟანიას აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ახალი უფროსი ა. ი. კუდიმოვი წარუდგინა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, აფხაზეთის „არმიის“ პირად შემადგენლობასა და მის მეთაურებს დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დაარსების 28 წლისთავი მიულოცა.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდნენ.
2020 წლის 24 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმში. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია და ბიბილოვი კრემლის სასახლეში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდნენ.