ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსულ მედიასთან - „Известия“ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მე-16 წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა. მან ილაპარაკა რეგიონის პერსპექტივებზე, რუსეთთან ინტეგრაციაზე, თბილისში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ქმედებებზე.