24-26 სექტემბერს ცხინვალში „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სადემარკაციო კომისიის“ რიგით მეათე შეხვედრა გაიმართა.
24-26 სექტემბერს ცხინვალში „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სადემარკაციო კომისიის“ რიგით მეათე შეხვედრა გაიმართა.
ავტორი: არსენ არაქელოვი
1 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის მეექვსე სხდომა დასრულდა. მხარეებმა ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის“ დემარკაციის საკითხი განიხილეს და კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმაზე შეთანხმდნენ.
20-22 აპრილს მოსკოვში ე.წ. „სამხრეთ ოსეთი-რუსეთის სადემარკაციო კომისიის“ მეხუთე შეხვედრა გაიმართა. „მხარეებმა“ 2021 წლის სამუშაო გეგმის მიმდინარეობასა და დემარკაციისთვის საჭირო კარტოგრაფიული მასალების შექმნაზე იმსჯელეს.
აფხაზეთისა და რუსეთის „საზღვარზე“ არსებულ ადლერის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ყოველდღიურად დაახლოებით 20 ათასი ადამიანი და 2 ათასი ავტომობილი გადაადგილდება.
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ტოკარევს შეხვდა.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანაშრომლების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ უმასპინძლა.
ცხინვალში ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ე.წ. სადემარკაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის შეფასებით, კომისიამ ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა.
ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ მესაზღვრის დღე აღნიშნა. სამმართველოს ტერიტორიაზე მესაზღვრეები საზეიმოდ მოეწყვნენ.
2020 წლის 30 აპრილს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსების 11 წელი აღნიშნეს.
2019 წლის 29-31 ოქტომბერს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. სადემარკაციო კომისიის მესამე ერთობლივი სხდომა გაიმართა.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოებისთვის 2019 წელი საზეიმო თარიღებით არის გადატვირთული. სასაზღვრო სამმართველოები წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საქმიანობის ათი წლისთავს და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის დაარსებიდან 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
2019 წლის 21 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღის გადატანასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგებით მოეკიდნენ. ამის შესახებ განაცხადა პოლიტოლოგმა ალექსეი ჩესნაკოვმა, რომელიც ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოსთან დაახლოებულ პირად ითვლება. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამმართველოს საკურატოროა.