ავტორი: ანი ზირაქაშვილი
ავტორი: ანი ზირაქაშვილი
აფხაზეთში განთავსებულმა სამხედრო ჰოსპიტალმა მუშაობა დაასრულა. მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო გამოგზავნილი. ის ქალაქ სოხუმში 18 აგვისტოს განათავსეს.
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე ექიმები კორონავირუსისა და სეზონური გრიპის გავრცელების პრევენციას ცდილობენ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს ტემპერატურას უმოწმებენ. იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით კი სამხედროებს ვიტამინებს ურიგებენ.
აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება. 8 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან ვაქცინაციის პუნქტებისთვის სპეციალური აღჭურვილობა მიიღო. კერძოდ, ჯანდაცვის „სამინისტროს“ 12 ერთეული სავაქცინე მაცივარი გადაეცა.
აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე COVID-19-თან ბრძოლა გრძელდება. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ 4 სექტემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მიერ გამოგზავნილი სასწრაფო დახმარების ორი მანქანა მიიღო. „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიასა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნული მანქანები აფხაზეთს უსასყიდლოდ გადაეცა.
აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე Covid-19-თან ბრძოლა გრძელდება. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილმა საველე ჰოსპიტალმა კორონავირუსით დაინფიცირებული 42 პაციენტი მიიღო. ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას 40 პირი გადის. საავადმყოფოში PCR-ტესტის გაკეთებაც შესაძლებელია - ტესტის პასუხი 40 წუთში ხდება ცნობილი.
აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე მრავალპროფილურმა მობილურმა საავადმყოფომ ფუნქციონირება 19 აგვისტოს დაიწყო. პირველივე დღეს საავადმყოფომ კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტი მიიღო. მობილური საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და გათვლილია 100 საწოლზე, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 50 საწოლის დამატება.
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს, საწოლფონდის გაზრდის მიზნით, მრავალპროფილური მობილური საავადმყოფო გაუგზავნა. ჰოსპიტალში 100 საწოლის განთავსება იქნება შესაძლებელი. მის შემადგენლობაში ასევე შედის 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა.
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება. 22 ივლისის მონაცემებით, საერთო ჯამში, 20 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 284-ს აღწევს. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი აფხაზეთს მრავალპროფილურ მობილურ საავადმყოფოს გაუგზავნის.
ცხინვალის რეგიონში საგრძნობლად გაიზარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მიღების მსურველთა რაოდენობა. 20 ივლისის მონაცემებით, „Спутник V“-ის პირველი კომპონენტი 702-მა პირმა მიიღო, 308 კი უკვე ორივე დოზით აიცრა.
აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე რევაქცინაციის პროცესი დაიწყო. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას სამხედრო მოსამსახურეები, მათი ოჯახის წევრები და სამოქალაქო პერსონალი უკვე მეორედ იღებს. მათ ვაქცინის პირველი დოზა მიმდინარე წლის 1 იანვრამდე გაიკეთეს.
აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში მიღებულ ახალწვეულთა ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „Спутник V“ გამოიყენება. აცრის შემდეგ ახალწვეულები იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - მათ დღეში სამჯერ უზომავენ სხეულის ტემპერატურას.
აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ნათესავების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „Спутник V“ უკვე 4 ათასზე მეტმა პირმა მიიღო. ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში მიღებულ ახალწვეულთა ვაქცინაცია.
7 ივნისს დაიწყება რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ერთობლივი პროგრამა, რომელიც აფხაზეთის „მოქალაქეთა“ იმუნურ სტატუსს დაადგენს. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ანტიგენის 3 ათასი ტესტი, რის შედეგადაც გამოვლინდება, მოსახლეობის რა ნაწილმა გამოიმუშავა ანტისხეულები. ღონისძიება აფხაზეთის ყველა რაიონში ჩატარდება.
ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზაზე და აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების ვაქცინაცია დასრულდა.