ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წყალდიდობით დაზარალებული ოკუპირებული ყირიმის ქ. ქერჩისთვის დახმარების გაწევა დაევალა.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წყალდიდობით დაზარალებული ოკუპირებული ყირიმის ქ. ქერჩისთვის დახმარების გაწევა დაევალა.
აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტისა და ყირიმის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოს სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მესამე სხდომა აფხაზეთში შედგა.
ცხინვალის რეგიონისა და ყირიმის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში მასტერკლასი - „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის განვითარება: საქონლისა და მომსახურებათა ექსპორტი“ გაიმართა. დისტანციური შეხვედრა სამხრეთის რეგიონული ექსპორტის მხარდაჭერის ცენტრმა ყირიმის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით მოაწყო.
2014 წლის 18 მარტის ყირიმის ანექსიიდან 7 წელი გავიდა. ყირიმის ფედერალური უნივერსიტეტის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორ ვიქტორ რეუტოვის თანახმად, მას შემდეგ ყირიმის ეკონომიკა 2014 წლის ნიშნულთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა.
აფხაზეთის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ყირიმს ესტუმრა. დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების სამთავრობათაშორისო კომისიის მეორე სხდომაში.
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ვიზიტისას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ქ. სევასტოპოლის დე ფაქტო გუბერნატორთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა.
რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულმა ყირიმის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ ცხინვალის რეგიონთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.
2019 წლის 21 მარტს აფხაზეთის დელეგაციამ მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - „ყირიმი თანამედროვე გეოპოლიტიკაში. ყირიმის გაზაფხულის 5 წელი“ - მიიღო მონაწილეობა. აფხაზურ დელეგაციაში შედიოდნენ დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი დაურ არშბა და რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი იგორ ახბა.
2019 წლის 16 იანვარს „აფხაზეთის რუსული საზოგადოების“ საზოგადოებრივმა გაერთიანებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების გართულებისა და იანვარში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტების გამო განცხადება გაავრცელა. 2019 წლის იანვარში აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე თავდასხმის ორი ფაქტი დაფიქსირდა. რუსეთის ქ. კოსტრომაში დაბადებული ავტომექანიკოსი მიხაილ მასლოვი 14 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ტამიშში მოკლეს. იგი ხუთი წელია აფხაზეთში ცხოვრობდა. მოსკოველი მეწარმე მიხაილ ევალენკო კი, 15 იანვარს გაგრის რაიონის სოფ. ლიძავაში, ავტომანქანის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა. იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აფხაზეთში ბიზნესით იყო დაკავებული. აღნიშნული ფაქტების გამო, „აფხაზეთის რუსულმა საზოგადოებამ“ ადგილობრივ დე ფაქტო მთავრობას შეიარაღებული დამნაშავეების დაკავებისკენ მოუწოდა.