2024 წლის 11-14 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში გაერთიანებული კულტურების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კულტურის მინისტრმა, რადა ძაგოევამაც მიიღო მონაწილეობა.
2024 წლის 11-14 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში გაერთიანებული კულტურების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კულტურის მინისტრმა, რადა ძაგოევამაც მიიღო მონაწილეობა.
ქ. ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე პროექტი „ფილმები ღია ცის ქვეშ“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი ქალაქის დე ფაქტო მერიის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამმართველო იყო.
ქ. ცხინვალში რუსული პროექტის - „ხელოვნებათა სინთეზის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მათი ორგანიზატორი „რუსეთის ფოლკლორული კავშირის“ ჩრდილოოსური განყოფილებაა, ხოლო მხარდამჭერი კი - რუსეთის კულტურის სამინისტრო.
მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ტექნიკურ ინსტიტუტში (МАДИ) აფხაზური კულტურის ფესტივალი ჩატარდა. პროგრამა მოიცავდა აფხაზურ ცეკვებს, სიმღერებს, ფილმებსა და ლექსებს, ასევე ტრადიციულ საკვებს.
ცხინვალის რეგიონის კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ტამერლან ძურცოვი რუს დრამატურგთა გილდიის დიპლომით დააჯილდოვეს. დიპლომი ძურცოვს თავად გილდიის გენერალურმა დირექტორმა, იური ბუტუნინმა გადასცა მოსკოვში, ლიტერატურული პრემია „Буламаргъ“-ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში.
აფხაზეთის ეროვნული ცეკვის „სახელმწიფო“ ანსამბლმა „КАВКАЗ“ მონაწილეობა მიიღო XI საერთაშორისო ფესტივალში „Синегорье“. ფესტივალი რუსეთის ქ. სატკაში, ჩელიაბინსკის ოლქში ჩატარდა.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების, მექანიზაციის, ქიმიზაციისა და ნარგავების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის - რომან ნეკრასოვის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო.
ცხინვალის რეგიონმა რუსული კომპანია „Ростсельмаш-ის“ მიერ წარმოებული 5 ტრაქტორი მიიღო. აქედან 4 ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სესხით იქნა შეძენილი, ხოლო 1 რუსეთთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში უფასოდ იქნა მიღებული.
ცხინვალის რეგიონმა, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმების ფარგლებში, 40 ტონა კარტოფილის თესლი მიიღო. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრის, ალან მარგიევის თანახმად, მიღებული კარტოფილის თესლის 90% ჯავის რაიონის ფერმერებს გადაეცა.
გალში 5000 ჰექტარამდე თხილის პლანტაციის ქიმიური დამუშავება იგეგმება. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმირ გერიას განცხადებით, სამუშაოები ძირითადად გალის რაიონში მიმდინარეობს. გალის რაიონში თხილის დიდი მოსავალი მოდის.
ორმა აფხაზურმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალ-კონკურსში „რუსეთის მომავალი“.
27 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა რუსეთში მარწყვის გატანის გამარტივებაზე იმსჯელა. გავრცელებული ინფორმაციით, წელს ექსპორტის მოცულობა სამჯერ მაინც გაიზრდება. „საბაჟო“ გაფორმების მთავარი დეპარტამენტის უფროსმა ჯამალ ცეიბამ აღნიშნა, რომ „საბაჟო“ კონტროლის გამარტივების საკითხი ყოველ წელს აქტიურად მუშავდება.
ცხინვალის რეგიონის კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ დრამატულმა თეატრმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სკოლასთან.