ახალი ამბები

Tag: დენის ტრავინი

დაბრუნება სრულ სიაზე
ცხინვალში რუსული დაფინანსებით ოთხი ახალი ობიექტი გაიხსნა

2019 წლის 24 დეკემბერს, ცხინვალში, ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოთხი ობიექტი გახსნეს.

ვრცლადვრცლად
კურატორებმა ცხინვალში 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების შედეგები შეაჯამეს

2019 წლის 28 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი მორიგი სამუშაო ვიზიტით ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. კოშინის დელეგაციის წევრები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, დენის ტრავინი და რეგიონში რუსეთის  „ელჩი“, მარატ კულახმეტოვი.

ვრცლადვრცლად
სოხუმში საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი კურატორებთან განიხილეს

2019 წლის 23 ოქტომბერს, სოხუმში, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2017-2019 წლების მხარდამჭერ საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ვრცლადვრცლად
კურატორის ვიზიტი: ფილატოვი ცხინვალს ესტუმრა

2019 წლის 19 სექტემბერს ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი, თავის მოადგილე დენის ტრავინთან ერთად, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: მოსკოვში სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 29 მაისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავჯდომარეების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2017-2019 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის შესრულების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე სამთავრობათაშორისი კომისიის მომავალი სხდომის დღის წესრიგი და ახალი საინვესტიციო პროგრამის საკითხიც განიხილეს.

ვრცლადვრცლად
დენის ტრავინმა ცხინვალში „სამშობლოს დამცველის დღე“ იზეიმა

ცხინვალში „სამშობლოს დამცველის დღისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ერთად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინიც (დენის ტრავინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) დაესწრო.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში საინვესტიციო პროგრამები კოშინთან და ტრავინთან ერთად განიხილეს

2019 წლის 18 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხები რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინთან (იგორ კოშინის შესახებ დეტალურად იხ. აქ), რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინთან (დენის ტრავინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩ“ მარატ კულახმეტოვთან (მარატ კულახმეტოვის შესახებ დეტალურად იხ. აქ) ერთად განიხილა.

ვრცლადვრცლად
დენის ტრავინმა საინვესტიციო პროგრამის განხორციელების 2018 წლის შედეგები შეაჯამა

2018 წლის 11 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების 2018 წლის შედეგები ცხინვალში შეაჯამა. შეხვედრაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე დენის ტრავინი მონაწილეობდა. ტრავინის განცხადებით, 2018 წელს საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ფარგლებში ცოტა არ გაკეთებულა.

ვრცლადვრცლად