ავტორი: არსენ არაქელოვი
30 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინამ ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა საინვესტიციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში რუსული კომპანიები აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტებს განახორციელებენ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ცხინვალის რაიონის სოფ. ფრისში რუსი კერძო ინვესტორებისა და რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით კონსერვების ქარხანა გაიხსნა.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა შეაფასა რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებს შორის მიმდინარე პროგრამა, რომელიც მოიცავს „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაციას.
12 აგვისტოს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარეები დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დმიტრი ვოლვაჩია.
1 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ის შეხვდა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს, ალექსანდრ ბეგლოვს. შეხვედრაზე იმსჯელეს ტურიზმის, ვაჭრობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე.
30 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას რუსეთის საინვესტიციო პროგრამის შესახებ მოხსენება ჩააბარა.
7 მაისს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ალექსეი საზანოვმა შეხვედრები გამართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან და ე.წ. პრემიერ მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან.
6 მაისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ოლეგ გაგლოევი თავის „კოლეგას“, ანტონ კოტიაკოვს შეხვდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა, ზალინა კობესოვამ Sputnik-თან ინტერვიუში ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარეობაზე.
25 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები იყვნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი.
19-21 მარტს მოსკოვში ტურიზმისა და მომსახურების ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენა - МІТТ- 2024 გაიმართა. გამოფენაზე წარდგენილი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტენდიც.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს - „ТАСС“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხს შეეხო.