ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის (ИКЦ) ცალკეული თანამშრომლების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასშტაბები გაფართოვდება.