სოხუმში მრგვალი მაგიდა - „სურთ თუ არა რუსებს ომი?“ გაიმართა, რომელიც ვეტერანი მშვიდობისმყოფელების, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის ინიციტიავით ჩატარდა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა.