2019 / 03 / 30
2019 წლის 30 მარტს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგტიარევი ცხინვალის რეგიონს პირველად ესტუმრა. სახელმწიფო დუმის დეპუტატი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა. შეხვედრის დროს დეგტიარევმა ცხინვალის რეგიონის დიდი ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და ოსი სპორტსმენების წარმატებაც აღნიშნა.