რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატამ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის აუდიტი დაასრულა.
რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატამ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საქმიანობის აუდიტი დაასრულა.
2020 წლის 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად გაუქმდა. გაუქმებული სამინისტროს მაგივრად ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის განვითარებაზე და 2025 წლამდე შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისრა.
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო საკუთარ ფუნქციებს მინიმუმ გაზაფხულამდე შეასრულებს.
2020 წლის 21 იანვარს რუსეთის ფედერაციის ახალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები და მინისტრები დაამტკიცეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებებია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.
რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი ჩებოტარევმა 2019 წლის შედეგები შეაჯამა.
2019 წელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელების კონტროლისა და მონიტორინგის კუთხით ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო წამყვანი სახელმწიფო უწყება იყო. იხ. ინფოგრაფიკა.
რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტების ინსპექტირების მიზნით, ცხინვალის რეგიონს სამდღინი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.
რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასმა“ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის სერგეი ჩებოტარევის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მინისტრმა საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც ისაუბრა. ამ ეტაპზე ჩებოტარევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის მთავრობაში ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. იგი წლების განმავლობაში უშუალოდ მონაწილეობდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში.
2019 წლის 20 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინმა (იგორ კოშინის შესახებ დეტალურად იხ. აქ), რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა.
2019 წლის 29 იანვარს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალს ეწვია.
2018 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილედ არსენ გაგლოევი დანიშნა.
2018 წლის 25 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის რიგით მე-17 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრის შედეგების საფუძველზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო 2020-2022 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების პროექტს 2019 წლის 15 თებერვლამდე შეიმუშავებენ.