2022 / 12 / 27
22 დეკემბერს დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს “მდივანი” ანატოლი პლიევი მოსკოვში იმყოფებოდა.
22 დეკემბერს დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს “მდივანი” ანატოლი პლიევი მოსკოვში იმყოფებოდა.
2019 წლის 20 თებერვალს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ვალერი ვალიევმა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა იგორ კოზაევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან (რაშიდ ნურგალიევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. აქ) უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნურგალიევი რუსეთის უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.
2019 წლის 8 თებერვალს, მოსკოვში, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან ხელი მოაწერა 2019-2020 წლებში უშიშროების საბჭოებს შორის თანამშრომლობის გეგმას.