2018 / 12 / 28
2018 წლის 28 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ და რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ხელი მოაწერეს 2018-2021 წლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეები განავითარებენ ურთიერთობას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და განათლების, კულტურული გაცვლებისა და ტურიზმის, საქონელბრუნვის გაზრდის სფეროში. ეს პირველი საბაზო დოკუმენტია, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და როსტოვის ოლქის მთავრობას შორის ურთიერთობას არეგულირებს.