2019 / 04 / 15
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებაში (18 მარტი, 2015 წელი) ცვლილებების პროექტი რატიფიკაციისთვის სახელმწიფო დუმას წარუდგინა. ცვლილება რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მოქალაქეების ყოფნის ვადაზე არსებული შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს.