ახალი ამბები

Tag: სერგეი სკვორცოვი

დაბრუნება სრულ სიაზე
„რუსული სახლის“ მორიგი საჩუქარი

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტომ („რუსული სახლი“) ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საბიბლიოთეკო ფონდს გადასცა 20 ათასი სახელმძღვანელო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „რუსული სახლის“ ხელმძღვანელის, სერგეი სკვორცოვის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება რუსეთის სახელმწიფო პროგრამის - „განათლების განვითარება“ მორიგი ეტაპია.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახალხო ერთობის დღე აღნიშნეს

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარდა საზეიმო მიღება რუსეთის სახალხო ერთობის დღის აღსანიშნავად, რომელიც რუსეთში 4 ნოემბერს აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებას დაესწრო ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი, რუსეთის „ელჩი“ - მარატ კულახმეტოვი და ასევე რუსი თანამემამულეები.

ვრცლადვრცლად
სერგეი სკვორცოვმა რუსეთის საგანმანათლებლო კვოტებზე ისაუბრა

ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სერგეი სკვორცოვმა რუსეთის ფედერაციის საგანმანათლებლო კვოტებზე ისაუბრა. 16 ივნისს რადიო „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთთან“ ინტერვიუში სკვორცოვმა რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების პროცედურაზე გაამახვილა ყურადღება.  

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონში რუსეთში სწავლასა და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ კვოტებზე ისაუბრეს

26 აპრილს ქ. ცხინვალში ჩატარდა ბრიფინგი, რომლის ფარგლებში პროფილური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რუსეთში სწავლასა და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ კვოტებზე ისაუბრეს.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში რუსმა მეცნიერმა „დიდი სამამულო ომის“ შესახებ ლექციები ჩაატარა

27 აპრილს რუსმა პროფესორმა ალექსანდრ მაზურიცკიმ ცხინვალის რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის „დიდი სამამულო ომის“ თემატიკაზე ლექციები ჩაატარა. ლექციებს 300-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მორიგი კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

27 აპრილს ქ. ცხინვალში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული მორიგი კონკურსის - „Подвигу ратному Сталинграда жить в веках“ - გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსი სტალინგრადის ბლოკადას მიეძღვნა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ დასრულდა

22-23 აპრილს ცხინვალის რეგიონში „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“ გაიმართა. ეს იყო რუსული არაკომერციული ორგანიზაციის, „რუსი რეპორტიორების“ არაკომერციული პროექტი, რომელიც გათვლილი იყო ჟურნალისტებზე, ბლოგერებზე, პრესსამსახურების თანამშრომლებზე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებზე და სხვ.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონის ჟურნალისტები „რეალური ჟურნალისტიკის სკოლაში“ მიიღებენ მონაწილეობას

ცხინვალის რეგიონის ჟურნალისტები მონაწილეობას მიიღებენ „რეალური ჟურნალისტიკის სკოლაში“, რომელიც 22-23 აპრილს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და პრესის „კომიტეტის“ ბაზაზე გაიმართება. შესაბამისი განცხადება ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სერგეი სკვორცოვმა გააკეთა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონის სკოლებში კონკურსი „დიდი ცვლილება“ დაიწყო

15 აპრილს ცხინვალის რეგიონის გიმნაზია „ალბიონში“ახალი კონკურსის - „დიდი ცვლილების“ პრეზენტაცია გაიმართა. განიხილეს პროექტის მიზნები, აქტივობები და საპრიზო ფონდი.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში „მასლენიცა“ აღნიშნეს

ცხინვალის რეგიონში ტრადიციული რუსული დღესასწაული „მასლენიცა“ აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებები 28 თებერვალს დაიწყო და 6 მარტამდე გაგრძელდა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში „რუსული სიტყვის“ ახალი ნომერი გამოვიდა

ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში ჟურნალ „რუსული სიტყვის“ ახალი, მე-19 ნომრის პრეზენტაცია შედგა. ახალი ნომერი, ძირითადად, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციის იუბილეს მიეძღვნა, თუმცა მასში ასევე თავმოყრილია სტატიები რუსული ენის, ლიტერატურისა და რუსეთის ისტორიის შესახებ.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში პუშკინისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქ. ცხინვალში 10 თებერვალს ა. პუშკინის გარდაცვალების თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა რეგიონში და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაცია (АПРЯЛ).

ვრცლადვრცლად
„როსსოტრუდნიჩესტვო“ ცხინვალის რეგიონის განათლების „სამინისტროს“ წიგნებს გადასცემს

როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონის განათლებისა და მეცნიერების „სამინისტროს“ 3 ათასამდე სასკოლო სახელმძღვანელოს გადასცემს. ამის შესახებ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სერგეი სკვორცოვმა განაცხადა.

ვრცლადვრცლად
ცხინვალის რეგიონი საერთაშორისო პროექტებში

ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის განცხადებით, რეგიონი რუსული სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ აქციებსა და კონკურსებში აქტიურ მონაწილეობას იღებს. მათი თქმით, უკვე ტრადიციად იქცა ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორებიცაა „დიდი ეთნოგრაფიული დიქტანტი“, „გეოგრაფიული დიქტანტი“, „გეორგიევსკის ლენტი“ და სხვ.

ვრცლადვრცლად
ცხინვალში რუსეთის დროშის დღე აღნიშნეს

22 აგვისტოს ქ. ცხინვალში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის, აქცია „ნახატი ქვაფენილზე“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა.

ვრცლადვრცლად