ავტორი: არსენ არაქელოვი
ავტორი: ბექა ირომაშვილი
აფხაზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის ავტობუსების მიმოსვლა 14 ნოემბრიდან განახლდება. მოძრაობა გასული წლის დეკემბერში შეწყდა და უკავშირდება გადამზიდი სახელმწიფო უნიტარელი საწარმოს „Каббалкавтотранс-1438“-ის ლიკვიდაციას.
ცხინვალში რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის გუნდის მწვრთნელ - ძამბოლატ თედეევსა და ჩრდილოეთ ოსეთიდან ტოკიოს ოლიმპიურ ჩემპიონს - ზაურბეკ სიდაკოვს და პრიზიორებს - არტურ ნაიფონოვსა და სერგეი კოზირევს საზეიმოდ უმასპინძლეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური ოქროს მფლობელი სოსლან რამონოვიც.
რუსეთის სპორტის მინისტრი ოლეგ მატიცინი აფხაზეთს ესტუმრა. სპორტის მინისტრსა და მის მოადგილეს ბეისულთანოვ ოდესს „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ უმასპინძლა. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა „სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარე ჯემალ გუბაზიც მონაწილეობდა.
აფხაზი ბოქსიორი საირ კაჭარავა რუსეთის გუნდის სახელით საქართველოში კრივის ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს. აფხაზეთის დე ფაქტო ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ფეისბუქ გვერდის თანახმად, ჩემპიონატი 1-13 ივლისს ჩატარდება.
1-8 ივნისის ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ქალთა და კაცთა შორის რუსეთის ძალოსნობის ჩემპიონატის ფარგლებში ეთნიკურად აფხაზმა - ელკან გვაზავამ, რომელიც 61 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, რუსეთის რეკორდი მოხსნა.
ავტორი: ნიკა კრაწაშვილი
ავტორი: ნიკა კრაწაშვილი
საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ („Цхинвал“) ჩრდილოეთ ოსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობს. პანდემიის მიზეზით, გასულ წელს ცხინვალის გუნდმა აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ შეძლო. „Цхинвал-ის“ მწვრთნელის, სოსლან კოჩიევის განცხადებით, ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა პირველ თამაშში გასული წლის ერთ-ერთ ლიდერთან - „ოსეთის ფართან“ („Щит Осетии“) 2:1 მოიგო.
27 მარტს სოხუმის ფილარმონიის შენობაში რუსეთის საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ საბავშვო-ახალგაზრდული აკადემიის ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, სოხუმის „მერი“ ბესლან ეშბა და „ზენიტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბჟანიამ კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ელენა ილიუხინას და კლუბის გენერალურ დირექტორ ალექსანდრე მედვედევს აფხაზი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთელი კვირის განმავლობაში აფხაზმა და ოსმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთში გამართულ სხვადასხვა ტურნირში, მათ შორის ბოქსსა და თავისუფალ ჭიდაობაში.
აფხაზეთში, გაგრის რაიონში, მდინარე ბზიფზე სანკტ-პეტერბურგელთა სანიჩბოსნო სლალომის გუნდი 30 მარტამდე ივარჯიშებს. როგორც მწვრთნელი ნატალია როგოვა აღნიშნავს, აფხაზეთში ვარჯიშების ჩატარება სამომავლო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად მისი კოლეგა ნადეჟდა კოსტილევას გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყდა, რომელიც 1988 წელს სწორედ მდინარე ბზიფზე ვარჯიშობდა.