ახალი ამბები

Tag: ვიტალი მუტკო

დაბრუნება სრულ სიაზე
აფხაზეთისა და ცხინვალისა რეგიონის ყოფილი კურატორი სახელმწიფო კომპანიაში დაასაქმეს

2020 წლის 28 იანვარს რუსეთის ფედერაციის მთავრობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ყოფილი კურატორი, ყოფილი  ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო სახელმწიფო კომპანია „ДОМ.РФ“-ის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. დირექტორის პოზიციაზე იგი 2020 წლის 29 იანვრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით იმუშავებს.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორებმა რუსეთის მთავრობა დატოვეს

2020 წლის 21 იანვარს რუსეთის ფედერაციის ახალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები და მინისტრები დაამტკიცეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებებია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი რუსეთის მთავრობის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმ-2019-ის პლენარულ სხდომაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გახსნა. ფორუმის ფარგლებში ბგანბა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოს, ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკსა და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის მ.შ. ალექსანდრ ბეგლოვსაც შეხვდა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: მოსკოვში სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 29 მაისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავჯდომარეების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2017-2019 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის შესრულების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე სამთავრობათაშორისი კომისიის მომავალი სხდომის დღის წესრიგი და ახალი საინვესტიციო პროგრამის საკითხიც განიხილეს.

ვრცლადვრცლად
2020-2022 წლებში რუსეთი ცხინვალს 4.5 მლრდ რუბლს გამოუყოფს

2019 წლის 19 აპრილს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-20 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა მოიწონეს.

ვრცლადვრცლად
ვიტალი მუტკო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასაც უზრუნველყოფს

2019 წლის 22 იანვარს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის სფეროები გაანაწილა.

ვრცლადვრცლად
მოსკოვში რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-17 შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 25 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის რიგით მე-17 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის  თანათავმჯდომარეები იყვნენ, რუსეთის მხრიდან ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო, აფხაზეთის მხრიდან, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევიც. შეხვედრის დროს 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის საკითხი და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მუტკოს განცხადებით, სამთავრობათაშორისო კომისიის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება იმ ინვესტორების დახმარება, რომლებსაც აფხაზეთში პროექტების განხორციელება სურთ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში 26 პირი იქნება, 13-13 რუსული და აფხაზური მხრიდან. რუსეთის მხრიდან სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი. კომისიის შეხვედრის დასასრულს მუტკომ და ბგანბამ შესაბამის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.

ვრცლადვრცლად