ახალი ამბები

Tag: ვლადიმირ ნეკრასოვი

დაბრუნება სრულ სიაზე
რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო „წარმომადგენლის“ ვლადიმირ ნეკრასოვის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად რუსეთსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობა გაიზარდა და 2020 წელს 19 მლრდ 700 მლნ რუბლი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 1.5 მლრდ რუბლით მეტია. ნეკრასოვის განცხადებით, ეს რუსეთში აფხაზური პროდუქციის, მათ შორის ციტრუსების, ექსპორტის ზრდის დამსახურებაა.

ვრცლადვრცლად
სტავროპოლის მხარე აფხაზურ ბაზარზე ფეხს იკიდებს

სტავროპოლის მხარის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მორიგი „საათი სავაჭრო წარმომადგენელთან“ ფარგლებში ვიდეოკონფერენცია გამართა. აფხაზეთში რუსეთის „სავაჭრო წარმომადგენელი“ ვლადიმირ ნეკრასოვი პოტენციურ ექსპორტიორებს სტავროპოლის მხარიდან აფხაზურ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთში სტავროპოლის მხარის ბიზნესმენებს უმასპინძლეს

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარიდან ბიზნესმენებს უმასპინძლა. სტუმრებს შორის იყო ქ. პიატიგორსკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ლარისა კარტაშოვაც.

ვრცლადვრცლად
რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა

2020 წლის 26 ივნისს აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ვლადიმირ ნეკრასოვი სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსს ბესლან ეშბას შეხვდა.

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრობს

აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ვლადიმირ ნეკრასოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს ნეკრასოვმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

ვრცლადვრცლად
აფხაზეთი: რუსეთის დაფინანსებით ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი გაიხსნა

2019 წლის 23 მარტს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი „როდნიკი“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიების მასპინძელი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელი ვლადიმირ ნეკრასოვი იყო. ცენტრი საზეიმოდ გახსნეს აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ასტამურ ქეცბამ.

ვრცლადვრცლად