ავტორი: არსენ არაქელოვი
ავტორი: არსენ არაქელოვი
რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ელჩმა", ალხას კვიცინიამ კრემლში რწმუნებათა სიგელი გადასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
2023 წლის 16 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 2022 წელს გაგლოევის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ ეს მისი პირველი შეხვედრა იყო პუტინთან.
რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია „აკზაარას“ თავმჯდომარე ლეონიდ ძაპშბამ პარტიის სახელით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისთვის შექმნილ სახალხო შტაბს მხარდაჭერა გამოუცხადა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასლან ბჟანიას მეუღლეს - აელიტა ახიბას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ საზოგადოებრივ შტაბს, საერთო ჯამში, 15 ორგანიზაცია შეუერთდა.
2020 წლის 17 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2-საათიანი პრესკონფერენციის დროს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. ბჟანიას 12 ნოემბერს ქ. სოჭში პირადად უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელებისა და საგარეო-პოლიტიკური კოორდინაციის საკითხები განიხილეს.
2020 წლის 3 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ორგანიზებით მოწყობილ ონლაინ პრეს-კონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ავიატორების ძეგლის გახსნაზე აფხაზეთში მიიწვია.
2020 წლის 24 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმში. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია და ბიბილოვი კრემლის სასახლეში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდნენ.
2020 წლის 13 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, მოსკოვში, კრემლში შეხვდა. შეხვედრაზე პუტინმა ორმხრივი ურთიერთობები დადებითად შეაფასა.
2019 წლის 10 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის არალეგიტიმურ არჩევნებში გამარჯვება მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას მიულოცა.
2019 წლის 6 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ქ. სოჭში, შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.