მთავარი ფიგურები

ელბრუს კარგიევი

რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ ცხინვალის რეგიონში

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ელბრუს კარგიევი დაიბადა 1944 წლის 22 აგვისტოს ქ. ძაუჯიკაუში (ამჟამინდელი ქ. ვლადიკავკაზი), ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1966 წელს ვლადიკავკაზში დაამთავრა ჩრდილოეთ კავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. რამდენიმე წელი ამავე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, შემდეგ კი პრორექტორი იყო.
  • 1987 წელს კარგიევმა მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია დაამთავრა.
  • კარგიევი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტია.
  • 2014 წელს კარგიევს მიენიჭა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მეგობრობის ორდენი. ასევე მინიჭებული აქვს  „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სხვა ჯილოდებიც.

პროფესიული კარიერა

  • 1983-1988 წლებში ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტის განათლებისა და მეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
  • 1988-1990 წლებში ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის სახალხო განათლების მინისტრი იყო.
  • 1990-1993 წლებში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე იყო.

დიპლომატიური კარიერა

  • 1994 წელს კარგიევმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა.
  • 1994-1997 წლებში თურქმენეთში რუსეთის საელჩოში მრჩეველია.
  • 1997-2000 წლებში თურქეთში რუსეთის საელჩოში პირველი მდივანი, მრჩეველია.
  • 2001 წლის მარტში სამინისტროში ფედერაციის სუბიექტებთან, პარლამენტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობის დეპარტამენტში განყოფილების უფროსად დაინიშნა.
  • 2003-2004 წლებში კარგიევი, პირველი კლასის მრჩეველის დიპლომატიურ რანგში, თურქეთის ქ. ტრაპიზონში გენერალურ კონსულად დაინიშნა.
  • 2004-2007 წლებში თურქეთში რუსეთის საელჩოში მრჩეველ-დესპანია.
  • 2006 წლის თებერვალში კარგიევს მეორე კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი მიენიჭა.
  • 2007 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე კარგიევი სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტში მთავარი მრჩეველის თანამდებობაზე დაინიშნა. სამმართველოს პასუხისმგებლობაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობა. 2008 წლიდან დეპარტამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებსაც ფარავს.
  • 2008 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის N1528 ბრძანებით კარგიევი ცხინვალში რუსეთის პირველ „ელჩად“ დაინიშნა.
  • 2011 წელს მიენიჭა პირველი კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
  • 2017 წლის 23 მაისს კარგიევმა „ელჩის“ თანამდებობა დატოვა.
  • კარგიევი 2020 წლის 11 იანვარს მოსკოვში გარდაიცვალა. იგი 15 იანვარს ვლადიკავკაზში დაკრძალეს.