ვლადისლავ კულიკოვი
აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
დიპლომატიური კარიერა
- 2016-2020 წლებში ვლადისლავ კულიკოვი სლოვაკეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო.
- 2016 წლის 25 თებერვალს სლოვაკეთში რუსეთის საელჩოს მიწვევით სრულიად კაზაკების კავშირის კაზაკებმა ბრატისლავაში „დიპლომატიურ მუშაკთა დღისა“ და „სამშობლოს დამცველის დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. კაზაკების დელეგაცია კულიკოვსაც შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კულიკოვი საელჩოში კაზაკებთან ურთიეთობაზე იყო პასუხისმგებელი.
- 2017 წლის 24-27 ოქტომბერს ბრატისლავაში რუსისტების VII საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. ფორუმის ორგანიზატორი იყო სლოვაკეთის რუსისტების ასოციაცია და ბრატისლავაში მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრი. ფორუმში კულიკოვმაც მიიღო მონაწილეობა.
- 2020 წლის აგვისტოში სლოვაკეთმა სამი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამ საკითხზე კულიკოვმა განაცხადა, რომ საელჩო არ აკეთებდა კომენტარს აღნიშნულ ინფორმაციაზე და ჟურნალისტებს ურჩია სლოვაკეთის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიემართათ.
აფხაზეთთან ურთიერთობა
- 2024 წლის სექტემბერში კულიკოვი აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა. მან დმიტრი ფედოტოვი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2022 წლის ივნისიდან იყო.
- 2024 წლის 4 სექტემბერს კულიკოვმა თავისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ოკუპირებულ გალის რაიონში გამართა. ის შეხვდა რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კონსტანტინე ფილიას. შეხვედრაზე რაიონში მეტი ახალგაზრდული პროექტის დაწყების საკითხი განიხილეს. ამავე დღეს კულიკოვი შეხვდა „გალის ჰუმანიტარული კოლეჯისა“ და გალში რუსული ენის შემსწავლელი „ღია განათლების ცენტრის“ ხელმძღვანელებს.
- 2024 წლის 11 სექტემბერს კულიკოვი „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორს, ალეკო გვარამიას შეხვდა. შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.
- 2024 წლის 16 სექტემბერს კულიკოვი აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს კრისტინა ოზგანს შეხვდა. შეხვედრაზე პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.
- 2024 წლის 17 სექტემბერს კულიკოვი გალის N2 საშუალო სკოლის დირექტორს, ახრა კვეკვესკირს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის სასწავლო დაწესებულებებთან კავშირების დამყარებაზე შეთანხმდნენ.
- 2024 წლის 17 სექტემბერს კულიკოვი აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრს, ინალ გაბლიას შეხვდა. შეხვედრაზე ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
- 2024 წლის 17 სექტემბერს კულიკოვი აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, დინარა სმირს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურის სფეროში შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.