მთავარი ფიგურები

იგორ ეგოროვი

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე–7 სამხედრო ბაზის მეთაური (ყოფილი)

პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი 2017 წლიდან აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მე–7 სამხედრო ბაზის, რომელიც 2009 წლიდან არსებობს, მეთაური იყო. მან ამ პოსტზე გენერალ-მაიორი მიხეილ კოსობოკოვი შეცვალა. ღია წყაროებში მის შესახებ მწირი ინფორმაცია, თუმცა რუსეთის სამხედრო ბაზის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეგოროვი აქტიურად იყო ჩართული სამხედრო ბაზაზე მიმდინარე პროცესებში და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთანაც ახლო კავშირები ჰქონდა. ეგოროვი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ფარგლებში მიმდინარე სამხედრო წვრთნების აქტიური მონაწილეც იყო.

  • 2017 წლის მაისში ეგოროვმა მე-7 სამხედრო ბაზაზე სამხედროებისთვის გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
  • 2017 წლის ივლისში ეგოროვმა მე-7 სამხედრო ბაზაზე უპილოტო თვითმფრინავების დანაყოფის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. უპილოტო თვითმფრინავების მართვას სპეციალურად მომზადებული ჯარისკაცები უზრუნველყოფენ, რომლებმაც მომზადება კოლომნაში, მოსკოვის ოლქში, უპილოტო თვითმფრინავების ცენტრში გაიარეს. 
  • 2018 წლის 21 ივლისს რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის 100 წლის იუბილეზე ეგოროვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასა და ადიღეს რესპუბლიკის მეთაურს მურატ კუმპილოვს უმასპინძლა. სტუმრებს ეგოროვმა ბაზის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა დაათვალიერებინა და სამხედრო ექსპონატების შესახებ ესაუბრა. ადიღეს მეთაურმა ეგოროვი რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის „დიდება ადიღეს“ მედალითაც დააჯილდოვა
  • 2019 წლის გაზაფხულზე ეგოროვმა დატოვა მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურის პოსტი. იგი პოლკოვნიკმა ოლეგ სენკოვმა შეცვალა.