მთავარი ფიგურები

კონსტანტინ კოზლოვი

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • კოზლოვი დაიბადა 1968 წელს ქ. კუზნეცკში, პენზენის ოლქში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1990 წელს დაამთავრა ტამბოვის მფრინავების უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებელი.
  • 2004 წელს დაამთავრა რუსეთის საბაჟო აკადემია.
  • რუსეთის პრეზიდენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებით, საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

პროფესიული კარიერა

  • 1995 წლიდან საბაჟო სამსახურში მუშაობს. საბაჟო სისტემაში მუშაობა ინსპექტორის თანამდებობიდან დაიწყო.
  • 2011-2013 წლებში არხანგელსკის საბაჟო სამსახურის უფროსი იყო. მოვალეობის შესრულებას 2011 წლის 6 ივლისს შეუდგა. მანამდე კოზლოვი მოსკოვის საბაჟოს მოსკოვის რკინიგზის ხაზის საბაჟო პოსტის უფროსი იყო.
  • 2013-2015 წლებში ჩრდილოეთ-დასავლეთის საბაჟო სამსახუროს უფროსი იყო. ამ თანამდებობაზე 2013 წლის 26 დეკემბრიდან მუშაობდა. მანამდე იგი, 7 აგვისტოდან 6 ნოემბრის ჩათვლით, სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი იყო. აღსანიშნავია, რომ კოზლოვს დანიშვნის დროს პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა, მაშინ როდესაც წინამორბედები გენერლის წოდებით მსახურობდნენ.
  • 2015 წლის 18  მაისიდან ციმბირის საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება დაიწყო. კოზლოვი სამსახურის უფროსი ხუთი წლის განმავლობაში იყო.
  • 2020 წლის ივნისის დასაწყისში კოზლოვი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე სერგეი ივანოვი შეცვალა. კოზლოვი ამავე დროს რუსეთის დე ფაქტო საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველია. აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობა 2009 წლიდან ფუნქციონირებს.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2020 წლის 19 ივნისს ახლად დანიშნული კოზლოვი აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის უფროსს შეხვდა. შეხვედრაზე ერთობლივი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
  • 2020 წლის 23 ივნისს კოზლოვი ქ. სოჭის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან რუსეთის საბაჟო სამსახურის ურთიერთობების საკითხები და არსებული პრობლემები განიხილეს.
  • 2020 წლის 3 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი კოზლოვს შეხვდა. შეხვედრაზე საბაჟო სამსახურებს შორის თანამშრომლობის, საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო გულრიფშის რაიონში რუსეთის სპეციალიზებული საბაჟო ორგანოს ფუნქციონირებას.
  • 2020 წლის 22 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთ-რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე გამშვები პუნქტები შეამოწმა. ბჟანია ციტრუსების სეზონზე ტვირთების გაფორმებისა და „სასაზღვრო“ კონტროლის პროცესს გაეცნო. შემოწმებაში აფხაზური და რუსული მხარის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო კოზლოვიც.
  • 2021 წლის 1 თებერვალს კოზლოვი ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საბაჟო სამსახურის უფროს ნატალია პოლოსუხინას შეხვდა. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ე.წ. აფხაზური სპეციალიზებული საბაჟო პოსტის უფროსმა კონსტანტინ ბალაშევმაც. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან რუსეთში საქონლის ექსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხი, ასევე საქონლის გაფორმების პროცესის დაჩქარებისა და კონტროლის საკითხები.
  • 2021 წლის 10 მარტს კოზლოვი კრასნოდარის საბაჟოს უფროს ნატალია პოლოსუხინას სოჭში შეხვდა. შეხვედრას დაესწრო კრასნოდარის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ადლერის“ ხელმძღვანელობაც. განხილვის მთავარი თემა პროდუქციისა და ავტომობილთა გადაადგილებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლი იყო. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტი საბაჟო ოპერაციების ოპტიმიზაციისა და საბაჟო ტექნოლოგიების თემაზე გაკეთდა. მხარეები ასევე შეეხნენ კონტრაბანდის, მათ შორის თამბაქოს გადატანის, შეზღუდვის საკითხსაც. 
  • 2021 წლის 27 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა რუსეთში მარწყვის გატანის პროცედურის გამარტივებაზე იმსჯელა. შეხვედრას ესწრებოდა კოზლოვიც, რომელმაც განაცხადა, რომ წინასწარი დეკლარაცია „სასაზღვრო“ პუნქტს გადატვირთვას ააცილებდა და რუსული მხარე ახალი პროცედურის განსახორციელებლად მზად იყო.
  • 2021 წლის 21 მაისს ადლერის საბაჟო პუნქტზე კრასნოდარის საბაჟო სამსახურის, აფხაზეთის „საბაჟო“ პოსტების, აფხაზეთის „საბაჟო“ კომიტეტის, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს, აფხაზეთის „უსაფრთხოების სამსახურის“ სასაზღვრო რაზმისა და აფხაზეთის ტურიზმის „სამინისტროს“ წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაში კოზლოვიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე 2021 წლის ზაფხულის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს, რაც „საბაჟოს“ განტვირთვას მოიაზრებს.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს კრასნოდარის საბაჟო სამსახურის უფროსის ნატალია პოლოსუხინას, აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებისა და კოზლოვის მონაწილეობით სოჭში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2021 წლის დასვენების სეზონზე გაწეული სამუშაო შეაჯამეს და მომავალ აგრო სეზონთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
  • 2023 წლის 31 იანვარს დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ ანქვაბი კოზლოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე აღინიშნა ე.წ. საზღვარზე საბაჟო პუნქტების მნიშვნელობა დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.  
  • 2023 წლის 2 მაისს სოჭში, რუსეთში, ადლერის საბაჟოს შენობაში რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში კოზლოვიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე საკურორტო სეზონისთვის სამზადისთან დაკავშირებული აქტუალური საკითხებიც განიხილეს.
  • 2023 წლის 9 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი რობერტ კიუტი რუსეთის ფედერალური საბჟო სამსახურის უფროსის მოადგილეს ოლეგ გუბაიდულინს შეხვდა. შეხვედრაზე ძებნაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენის, იარაღის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების და არადეკლრარიებული თამბაქოს ნაწარმის უკანონი შეტანასა და გატანის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრას კოზლოვიც ესწრებოდა.
  • 2023 წლის 31 ოქტომბერს სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურისა და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების კუთხით საბაჟო ოპერაციების დახვეწის, ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ორგანიზაციის, 2023 წლის ტურისტულ სეზონზე საბაჟო სამსახურების საქმიანობის შედეგების შეჯამების საკითხები განიხილეს. შეხვედრას კოზლოვიც ესწრებოდა.
  • 2024 წლის 19 აპრილს ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებლად ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისა და რუსეთის ფედერალური საბაჟო კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა საკონტროლო-გაშვებ პუნქტ „ადლერში“. შეხვედრაში კოზლოვიც მონაწილეობდა.