ახალი ამბები

ანატოლი ბიბილოვმა და სერგეი მენიაილომ „ანგელოზთა ქალაქი“ ყვავილებით შეამკეს

2021 / 09 / 03

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა სერგეი მენიაილომ ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსი - „ანგელოზთა ქალაქი“ ყვავილებით შეამკეს.

როგორც ცნობილია, 2004 წელს ჩრდილოეთ ოსეთში, ბესლანში სკოლაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმას 334 ადამიანი შეეწირა, რომელთაგან 186 ბავშვი იყო.

Go BackGo Back