მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია რუსეთ-აფხაზეთსა და რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ურთიერთობებში
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პარლამენტს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს.
ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და პარლამენტს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს.
რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭომ და სახელმწიფო დუმამ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს თხოვნით მიმართეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მათთან ოფიციალური კავშირების დამყარების შესახებ.
რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭომ და სახელმწიფო დუმამ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს თხოვნით მიმართეს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მათთან ოფიციალური კავშირების დამყარების შესახებ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება გააკეთა და ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას. რუსეთის ქმედების საპასუხოდ 29 აგვისტოს საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთთან.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება გააკეთა და ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას. რუსეთის ქმედების საპასუხოდ 29 აგვისტოს საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთთან.
ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოსცა. დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთთან 2009 წლის 10 სექტემბერს დამყარდა. ნიკარაგუა რუსეთის შემდეგ პირველი სახელმწიფო იყო, ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოსცა. დიპლომატიური ურთიერთობები ცხინვალის რეგიონთან 2010 წლის 14 აპრილს დამყარდა. ნიკარაგუა რუსეთის შემდეგ პირველი სახელმწიფო იყო, ვინც ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ნოტები გაცვალეს.
რუსეთის ფედერაციამ ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ნოტები გაცვალეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს პირველად ესტუმრა. ლავროვის ვიზიტის დროს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებული საკითხები და მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების მომზადების საკითხი განიხილეს. ლავროვმა აფხაზეთში რუსეთის მომავალი „საელჩოს“ მშენებლობისთვის სავარაუდო ადგილიც მოინახულა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონს პირველად ესტუმრა. ლავროვის ვიზიტის დროს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებული საკითხები და ცხინვალში რუსეთის ფედერაციის საელჩოს გახსნის საკითხი განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ საბაზისო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განცხადებაც გაკეთდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. შეთანხმება ძალაში 2008 წლის 23 დეკემბერს შევიდა. შეთანხმება 10 წლიანი ვადით დაიდო ხუთი წლით ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. შეთანხმება. 10 წლიანი ვადით დაიდო ხუთი წლით ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პირველ „ელჩად“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სემიონ გრიგორიევი დაინიშნა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის პირველ „ელჩად“ ცხინვალის რეგიონში საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ელბრუს კარგიევი დაინიშნა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ბრძანებით, მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო საელჩო დაფუძნდა. ბაღაფშმა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის პირველ „ელჩად“ იგორ ახბა დანიშნა.
აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პირველმა „ელჩმა“ სემიონ გრიგორიევმა რწმუნებათა სიგელი გადასცა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს.
ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის პირველმა „ელჩმა“ ელბრუს კარგიევმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს.
აფხაზეთის „ელჩმა“ რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბამ რწმუნებათა სიგელი გადასცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს.
აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზა ჩამოყალიბდა.
ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზა ჩამოყალიბდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „საელჩოები“ დაფუძნდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „საელჩოები“ დაფუძნდა.
აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პირველი „ელჩი“ სემიონ გრიგორიევი აფხაზეთში „საელჩოს“ ხუთ თანამშრომელთან ერთად სოხუმში ჩავიდა და თავის საქმიანობას შეუდგა. რუსეთის „საელჩო“ დსთ-ის სამშვიდობო ძალების ყოფილ შტაბში, სანატორიუმ „სუხუმის“ ტერიტორიაზე განთავსდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. შეთანხმების ძალით რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების საზღვრების, საზღვაო საზღვრის ჩათვლით, დაცვის ვალდებულება აიღო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიერ საკუთარი საზღვრის დაცვის სამსახურების შექმნამდე. რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახური აფხაზეთში საქმიანობას 2009 წლის 2 მაისიდან შეუდგა. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას „რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. შეთანხმების ძალით რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების საზღვრების, საზღვაო საზღვრის ჩათვლით, დაცვის ვალდებულება აიღო ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მიერ საკუთარი საზღვრის დაცვის სამსახურების შექმნამდე. რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახური ცხინვალის რეგიონში საქმიანობას 2009 წლის 2 მაისიდან შეუდგა. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას „რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ პირველად ეწვია ცხინვალს. მედვედევის ხანმოკლე ვიზიტის დროს რაიმე შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ. მედვედევმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს ეკონომიკური და სამხედრო დახმარება აღუთქვა.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ პირველად ეწვია აფხაზეთს. პუტინმა თავისი პირველი აფხაზური ვიზიტი საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ პოლიტიკური გზავნილების გასაჟღერებლად გამოიყენა. პუტინის ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვითარების მინისტრმა ვიქტორ ბასარგინმა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დახმარების გაწევის შესახებ.
ვენესუელას პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ვენესუელამ აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წლის 24 ივლისს ვენესუელაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტების ვიზიტის დროს დამყარდა. ვენესუელა რუსეთის და ნიკარაგუას შემდეგ მესამე სახელმწიფო გახდა ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
ვენესუელას პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ვენესუელამ აღიარა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წლის 24 ივლისს ვენესუელაში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტების ვიზიტის დროს დამყარდა. ვენესუელა რუსეთის და ნიკარაგუას შემდეგ მესამე სახელმწიფო გახდა ვინც ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ესტუმრა. ლავროვის ვიზიტის მთავარი მიღწევა რუსეთსა და აფხაზეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იყო. ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ერთმანეთის ტერიტორიაზე 90 დღემდე აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ.
ნაურუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ნაურუ რუსეთის, ნიკარაგუასა და ვენესუელას შემდეგ მეოთხე სახელმწიფო გახდა ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ. შეთანხმების ვადად 49 წელი განისაზღვრა მისი ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით. ამავე დროს ხელი მოეწერა შეთანხმებებს საჰაერო მიმოსვლის, შავ ზღვაში საზღვაო სამძებრო საქმიანობასა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ. შეთანხმების ვადად 49 წელი განისაზღვრა მისი ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ორი წლისთავზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აფხაზეთს ესტუმრა. ეს ომის შემდეგ აფხაზეთში მისი პირველი ვიზიტი იყო. მედვედევი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, რომელსაც პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების სრულ განვითარებას დაპირდა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის დროს ორმხრივ შეთანხმებებს მოეწერა ხელი, მათ შორის საინფორმაციო-კულტურული ცენტრების დაფუძნებისა და საქმიანობის პირობების შესახებ, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პრინციპების შესახებ, საავიაციო ძებნისა და სამაშველო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას აფხაზეთისა და რუსეთის საინფორმაციო-კულტურული ცენტრების დაფუძნებისა და საქმიანობის პირობების შესახებ.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს ესტუმრა. პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. გარდა ამისა, პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ანქვაბს და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, სერგეი შამბას შეხვდა. შეხვედრის დროს პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს განუცხადა, რომ აფხაზეთს შეუძლია რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მათ შორის 10 მლრდ რუსული რუბლის დახმარების, რომელიც კრემლმა 2011 წელს გამოუყო აფხაზეთს.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ოთხი წლისთავზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია აფხაზეთს. ვიზიტი მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა. 26 აგვისტოს აფხაზეთმა რუსეთის აღიარებიდან 5 წლისთავი იზეიმა. კრემლის განცხადებით, „მოლაპარაკების დროს ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სოციალური და ეკონომიკური ერთიანი სივრცის შექმნას.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის მექანიზმის შექმნის შესახებ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვარზე თავისუფალ გადაადგილებას, საბაჟო ორგანოების ინტეგრაციას, შინაგან საქმეთა სტრუქტურების ხაზით თანამშრომლობას, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას, რაც ასევე მოიცავას პენსიების ინდექსაციის საკითხს. შეთანხმების ვადად 25 წელი განისაზღვრა მისი შემდგომი 10 წლიანი პერიოდებით გაგრძელების შესაძლებლობით.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ქ. სოჭში, შეხვდა. შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სამართალდამცავ და საინვესტიციო სფეროში ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს. ასევე, მხარეებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ქ. მოსკოვში, შეხვდა. შეხვედრაზე ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს.
რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა ახსარ ლავოემა ცხინვალში ხელი მოაწერეს შეთანხმებას „„შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. ზუბოვის განცხადებით, ცენტრის მიზანია რუსი და ოსი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში ტიპის დანაშაულთან ბრძოლაში. დასახული მიზნის მისაღწევად ცენტრმა დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა, ანალიზი და გაცვლა უნდა უზრუნველყოს. ცენტრის საქმიანობას მთლიანად რუსული მხარე დააფინანსებს.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ცალკეული საჯარისო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ. ახალი შეთანხმების ძალით, ცხინვალის რეგიონის სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე სამსახურსაც შეძლებენ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ესტუმრა. ლავროვი აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. ცენტრის მიზანია რუსი და აფხაზი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში ტიპის დანაშაულთან ბრძოლაში.
ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის რიგით მეორე „ელჩად“ საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი სამხრეთ კავკასიასა და დნესტრისპირეთში სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში და ცენტრალურ აზიაში სამხედრო სფეროში რუსეთის საქმიანობის საკითხებში მარატ კულახმეტოვი დაინიშნა, რომელიც 2004-2008 წლებში ცხინვალის რეგიონში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური იყო.
ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე ესტუმრა. პუტინის ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ და რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვარცოვამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ შემდეგ სფეროებში: რუსეთის ფედერაციის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სფეროში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაზღვევის ორგანიზების შესახებ და რუსეთის ფედერაციის სამედიცინო ორგანიზაციებში მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. შეთანხმება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთში სამედიცინო დაზღვევისა და სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ახალი, რიგით მეორე „ელჩი“ საგარეო საქმეთა სამინისტოს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ჟენევის დისკუსიების აქტიური მონაწილე ალექსეი დვინიანინი დაინიშნა, რომელმაც რწმუნებათა სიგელი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას 15 მაისს გადასცა.
სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განაცხადა.
სირიამ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განაცხადა.
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტები მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.
რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავზე ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტები მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქ. სოჭში შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს, მათ შორის საბანკო, ახალი ციხის მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დახმარების საკითხები.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. კრემლის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილეს, უპირველეს ყოვლისა კი - სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქ. სოჭში შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის დროს პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში დანიშნულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2019 წლის 25 აგვისტოს იყო დაგეგმილი.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმში. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია და ბიბილოვი კრემლის სასახლეში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდნენ.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო აღლუმში. ვიზიტის ფარგლებში ბიბილოვი და ბჟანია კრემლის სასახლეში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსაც შეხვდნენ.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელებისა და საგარეო-პოლიტიკური კოორდინაციის საკითხები განიხილეს.
2020 წლის 11-19 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრების მთავარი მიზანი ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 12 ნოემბერს ქ. სოჭში მიღწეული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.
ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევს და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა.
ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი მედოევს და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა.
2022 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსადრე ლუკაშენკო მოულოდნელად ეწვია აფხაზეთს. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკზე“ უმასპინძლა სტუმარს. ლუკაშენკოს განცხადებით, იგი ბოლოს აფხაზეთში 25 ან 27 წლის წინათ იმყოფებოდა, როდესაც პარლამენტის რიგითი წევრი იყო. მისი თქმით, მან წინა დღით, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხიც განიხილა და შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება და მას უნდა დაეხმარონ. ლუკაშენკოს თქმით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება. ლუკაშენკომ აფხაზეთი საღამოს დატოვა.
2022 წლის 1 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა. ვოლოდინის ვიზიტის ოფიციალური მიზანი რუსეთის სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ეს სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. ვოლოდინი ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას შეხვდა. ვოლოდინმა და აშუბამ თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი.
21 თებერვალს, მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ 20 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვიდან მინსკში ჩავიდა, სადაც მას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უმასპინძლა. ეს ბჟანიასა და ლუკაშენკოს უკვე მეორე შეხვედრაა. პირველი ბიჭვინთაში, 2022 წლის 28 სექტემბერს შედგა, როდესაც ასევე მოულოდნელად ლუკაშენკო სოჭიდან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა. საინტერესოა, რომ ამჯერად ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე, პირველი შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებით, ბჟანია „პრეზიდენტის“ სტატუსით არის მოხსენიებული.
2023 წლის 16 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 2022 წელს გაგლოევის „გაპრეზიდენტების“ შემდეგ ეს მისი პირველი შეხვედრა იყო პუტინთან. ეს შეხვედრა თებერვალშიც იგეგმებოდა, მაგრამ, გაგლოევს შეხვედრის წინა დღეს კოვიდი დაუდასტურდა და შეხვედრა გადაიდო.
2023 წლის 3 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. ბჟანია-ლავროვის შეხვედრის შემდეგ ლავროვმა და არძინბამ ხელი მოაწერეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“.
2023 წლის 3 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევს შეხვდა. გაგლოევ-ლავროვის შეხვედრის შემდეგ ლავროვმა და ჯიოევმა ხელი მოაწერეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“.