ახალი ამბები
შევარდნაძე-არძინბას შეხვედრა: 1997 წლის აგვისტო

ავტორი: ნიკოლოზ კუტუბიძე

ვრცლადვრცლად
ვლადიმერ პუტინისა და ბადრა გუნბას პირველი შეხვედრა

ავტორი: არსენ არაქელოვი

ვრცლადვრცლად
კრემლის ფავორიტის გამარჯვება – რა გამოწვევები ელის ბადრა გუნბას

2025 წლის 1 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კრემლის ფავორიტმა ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მეორე დღესვე გუნბას გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რაც გუნბას მოწინააღმდეგეებს აიძულებს ამ ეტაპზე მარცხს შეეგუონ და პოლიტიკური რევანშისთვის ახალ შანსს დაელოდონ.

ვრცლადვრცლად
სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური ფრენა განხორციელდა - რა ვიცით „პირველი მერცხლის“ შესახებ?

ავტორი: არსენ არაქელოვი

ვრცლადვრცლად
არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში: ვინ არის კრემლის ფავორიტი?

2024 წელი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისით დასრულდა, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, გადადგომა მოჰყვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტს“ ვადაზე ადრე მოუწია გადადგომა.

ვრცლადვრცლად
ახალი კურატორის ვიზიტი აფხაზეთში

31 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო ეწვია. კირიენკო რუსეთის ხელისუფლებაში გავლენიანი ფიგურაა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი იქნება ოკუპირებული რეგიონების ახალი კურატორი. საინტერესოა, რომ კირიენკო 1962 წელს სოხუმში დაიბადა.

ვრცლადვრცლად
საკონტეინერო ტერმინალი ოჩამჩირეში

2024 წელს ოჩამჩირის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მრჩევლის ოქტაი ხაზირიშის განცხადებით, პრაქტიკულად დასრულებულია ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა.

ვრცლადვრცლად
ოკუპირებული რეგიონების „საგარეო-პოლიტიკური“ აქტივობა 2024 წელს

ოკუპირებული რეგიონების „საგარეო პოლიტიკა“ რუსეთის პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ ლოგისტიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. არსებობს ფორმალური დოკუმენტიც, რომელიც მოსკოვსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის „საგარეო პოლიტიკაში“ თანამშრომლობის სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს. 2023 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“ მოაწერეს ხელი. მსგავს გეგმას ლავროვმა ხელი მოაწერა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთანაც.

ვრცლადვრცლად
კურატორები: 2024 წლის ძირითადი ცვლილებები

2024 წელს რუსეთის ხელისუფლებაში ოკუპირებული რეგიონების კურატორების უმრავლესობამ შეინარჩუნა თანამდებობა. 2020 წლიდან ოკუპირებული რეგიონების კურატორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკია, რომელიც ამ ეტაპზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საჯარო მოხელეა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება სწორედ კოზაკთან უწევთ.

ვრცლადვრცლად
საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები და გადაწყვეტილებები: 2024 წელი

საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები და გადაწყვეტილებები : 2024 წელი

ვრცლადვრცლად
შეხვედრები ჟენევასა და ერგნეთში: 2024

2024 წელს სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებების ფორმატი უცვლელი იყო. შეხვედრები კვლავ იმართებოდა ჟენევაში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, და ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. გალში აფხაზურ მხარესთან შეხვედრები 2018 წლიდან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ, არ ტარდება. საყურადღებოა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების დროს მოსკოვი და სოხუმი ითხოვდნენ ქ. გალში შეხვედრების აღდგენას, მაგრამ ამ საკითხზე ქართული მხარის პოზიციის გამო შეხვედრების განახლება ვერ ხერხდება.

ვრცლადვრცლად
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი ოჩამჩირეში – როდის აშენდება ახალი რუსული სამხედრო ბაზა?

2023 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსულ საინფორმაციო პორტალზე „Известия“ გამოქვეყნდა ბჟანიას ინტერვიუ, სადაც გაჟღერდა საკითხები, რომლებიც, სავარაუდოდ, პუტინთან შეხვედრაზეც განიხილეს. ამ მხრივ ყველაზე ხმაურიანი ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნის შესახებ გაკეთებული განცხადება იყო. პუნქტის გახსნა იგეგმება უკვე არსებულ პორტში, რომელსაც რუსი სამხედროები 2009 წლიდან იყენებენ.

ვრცლადვრცლად
„რონდელის ფონდის“ ახალი პუბლიკაცია ოკუპირებული რეგიონების შესახებ

გამოვიდა „რონდელის ფონდის“ ახალი პუბლიკაცია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში 2024 წლის მთავარ მოვლენებს მიმოიხილავს.

ვრცლადვრცლად
ახალი რესურს-ცენტრი გალში

ოკუპირებულ აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობამ გალში, N1 საშუალო სკოლის ბაზაზე, რესურს-ცენტრი გახსნა.

ვრცლადვრცლად
იაფი საწვავი აფხაზეთისთვის

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი 2025 წლისთვის რუსეთიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების უბაჟო ექსპორტის რაოდენობაზე შეთანხმდნენ. რუსეთის მხრიდან შეთანხმებას 25 დეკემბერს ხელი მოაწერეს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან კი, დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

ვრცლადვრცლად