ახალი ამბები

სამხრეთის სამხედრო ოლქში დიდი ფორუმი გაიმართება

2019 / 05 / 21

2019 წლის 28-30 ივნისს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი გაიმართება, სადაც შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის თანამედროვე სახეობების საბრძოლო შესაძლებლობებს წარმოადგენენ. ჩვენება რუსეთის ფედერაციის სუბიექტებისა და სომხეთის გარდა, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზებზეც გაიმართება.

სულ ოლქში შემავალ რეგიონებში 10 000-ზე მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იქნება წარმოდგენილი. ფორუმში 40 შენაერთი და სამხედრო დანაყოფი მიიღებს მონაწილეობას. საგამოფენო ღონისძიებებსა და სამეცნიერო-საქმიან პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ სამრეწველო ობიექტების, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისა და სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებიც.

Go BackGo Back