ახალი ამბები

ბიბილოვი რუს გამნაღმელებს შეხვდა

2019 / 05 / 23

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გამნაღმელთა ჯგუფს შეხვდა. სამინისტროს განსაკუთრებული რისკის სამაშველო ოპერაციების ჩატარების ცენტრის - „ლიდერ“-ის სპეციალისტები ცხინვალის რეგიონში, ძარის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე  განაღმვას ახორციელებენ. ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებით, აღმოჩენილია და განადგურებულია 74 ფეთქებდასაშიში საგანი.

რუსმა გამნაღმელებმა 28 აპრილს დაიწყეს მუშაობა და სულ 20.2 ჰექტარი ფართობის ტერიტორიას შეამოწმებენ. ფეთქებადსაშიში საგნების გაწმენდითი სამუშაოები 2016-2018 წლებშიც, სამჯერ, ჩატარდა. სპეციალისტებმა სულ ასი ჰექტარის ფართობის ტერიტორია განაღმეს, სადაც 700-ზე მეტი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

Go BackGo Back